კელი პრემიერმინისტრად

ქალთა ევრო 2020-ის ფინალში, ლეგენდარულ უემბლიზე, მასპინძელმა ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში გერმანიისას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. ადგილობრივი გულშემატკივრები ამბობენ, 1966 წლის შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთი პირველად დაბრუნდაო. იგულისხმება 56 წლისწინანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. მაშინაც ინგლისმა უემბლიზე გერმანია დაამარცხა, მაშინაც დამატებით დროში (4:2). მას შემდეგ ინგლისელებს დიდი ტურნირი აღარ მოეგოთ. გამარჯვების გოლის ავტორი… Continue reading კელი პრემიერმინისტრად

ნიუკასლის ფანი დააპატიმრეს

ნიუკასლის ფანი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან სანდერლენდის ლეგენდის, ბობ სტოკოს სტატუას მიაშარდა. ქანდაკება წმინდანების სტადიონის წინ მდებარეობს. მემორიალი სტოკოს ცნობილ ცეკვას ასახავს უემბლიზე, როცა 1973 წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლიდსის წინააღმდეგ, ერთადერთი გოლი გაიტანა. ინციდენტის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ყმაწვილი ეკიპირებით ამოიცნეს.

როგორ დასცინეს იტალიას…

შაბათს უემბლიზე ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში შვეიცარიისას 2:1 მოუგო. ერთ-ერთმა შვეიცარიელმა გულშემატკივარმა ტრიბუნაზე სახალისო ბანერი გამოფინა, რომლითაც იტალიის ნაკრებს დასცინა. მოგეხსენებათ, როცა გუგლის საძიებო სისტემში ისეთ სიტყვას ჩავწერთ, რომელიც არ იძებნება, ქვემოთ რაიმე მიმსგავსებული სიტყვა დაიწერება და გვეკითხება, ამას ხომ არ გულისხმობთო. ბანერზე საძიებო სისტემაში ჩაწერილია: იტალია ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არ იძებნება და… Continue reading როგორ დასცინეს იტალიას…

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად უემბლიზე?

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი კალენდრის მიხედვით სანკტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს 28 მაისს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებამ, რომელიც შეიარაღებული აგრესიის აქტად განიხილება, მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური, პერსონალური და ა.შ. სანქციების ამოქმედება გამოიწვია. ცხადია, სანქციები სპორტის სფეროსაც შეეხო. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ უეფაში უკვე დაიწყო კონსულტაციები ჩემპიონთა ლიგის… Continue reading ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად უემბლიზე?

ისევ ესენი ხვდებიან

წავიდა, წამოვიდა ეს კარგი და თვალსასეირო ევროპის ჩემპიონატი და ჯგუფური ტურნირის ბოლო დღის ბოლო წუთებზე გაირკვა, რომ გერმანია და ინგლისი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. მგონი, უამისოდ  ფეხბურთი აღარ გამოდის ხოლმე: თუ დიდი ტურნირია, ესენი ერთმანეთს უნდა გადაეყარონ. სანამ ფოლკლენდის ომი მოხდებოდა, ინგლის-გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება უმთავრეს საფეხბურთო ომად აღიქმებოდა ინგლისელთათვის. ეს ამბავი, ცხადია, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან… Continue reading ისევ ესენი ხვდებიან

სად ჩატარდება ევრო 2020-ის ფინალი? – ახალი ვარიანტი გამოჩნდა…

  თაიმსის ინფორმაციით, ევრო 2020-ის ფინალი შესაძლოა ლონდონის ნაცვლად ბუდაპეშტში გაიმართოს. ინგლისში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლების 100% ვერ დაიშვება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უეფამ წერილი უკვე გაუგზავნა. ახლა ლონდონი ცდილობს სიტუაცია მათ სასარგებლოდ შემოაბრუნოს. საპირისპიროდ, უნგრეთში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და პუშკას არენაზე 61,000 გულშემატკივარის დასწრება შესაძლებელია. უნგრეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მოქალაქეების… Continue reading სად ჩატარდება ევრო 2020-ის ფინალი? – ახალი ვარიანტი გამოჩნდა…

უემბლი… ფანი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმე მდგომარეობაშია

  ფოტოზე ჩანს, რომ ინგლისი-ხორვატიის თამაშისას რაჰიმ სტერლინგის გოლის მერე ფანები ტრიბუნიდან დაბლა ჩამოხტნენ. ეს გოლისას… მანამდე კი, სხვა ინციდენტი მოხდა. ერთი ფანი დაეცა ცუდად და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოღონდ ეს იყო პირველივე წუთზე: კაცს ფეხი დაუცდა ტრიბუნაზე. მისი მდგომარეობა მძიმეა… „ვადასტურებთ, რომ ეს მოხდა თამაშის დაწყებისას, თითქმის მსაჯის პირველი სასტვენისთანავე. გულშემატკივარს სტადიონზევე აღმოუჩინეს დახმარება,… Continue reading უემბლი… ფანი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმე მდგომარეობაშია