ყაზახები რუსებს არ ათამაშებენ

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია რუსეთის მოქალაქეებს პასპორტებს არ დაურიგებს და ამ ქვეყნის ფეხბურთელების შესაძლო ნატურალიზაციაზე არ ფიქრობს. „მიმაჩნია, რომ  ეროვნულ გუნდში საკუთარმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გარკვევით განმარტა, რომ პასპორტებს არავის გადასცემდნენ“, – თქვა ადიევმა. 1 თებერვალს ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ ხიმკის რუს ნახევარმცველ ალექსანდრ… Continue reading ყაზახები რუსებს არ ათამაშებენ

აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა, რომ უეფა რუსული კლუბებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას აპირებდა. თუმცა გაირკვა: ევროტურნირების მომდევნო სეზონში რუსულ კლუბები კვლავ არ იქნებიან… ეს Sky Sports-მა გაავრცელა. ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს უეფას სუპერთასი ყაზანში აღარ გაიმართება. მატჩი აგვისტოში რუსეთს მიღმა ჩატარდება. რუსეთში კი კვლავ ორად იყოფა აზრი: უღირთ თუ არა აზიის კონფედერაციაში გადასვლა. ბევრი თვლის, რომ… Continue reading აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

“უეფას მადლობა! ფიფამ კი გაგვანადგურა…”

დონეცკის შახტარის დირექტორმა დარიო სრნამ მადლობა გადაუხადა უეფას, ხოლო ფიფა პირიქით – გააკრიტიკა. როგორც იცით, სრნა შახტარისა და ხორვატიის ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ომისა და ფეხბურთის გადაკვეთაზე… განცხადებაც ამ სიტუაციას, ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებებს ეხება. „უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ცეფერინმა ყველაფერი გააკეთა, რათა დახმარებოდა უკრაინულ ფეხბურთს და ეს ეხება შახტარსაც. ფიფამ კი… Continue reading “უეფას მადლობა! ფიფამ კი გაგვანადგურა…”

უეფა: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება

უეფას ერთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი მიუძღვნა. “ხვიჩა კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება. ერთა ლიგის 9 მატჩი, 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა” – წერია პოსტში. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ერთა ლიგის წინა გათამაშებაც იგულისხმება. 🇬🇪 Superstar in the making. Kvaratskhelia. 6 goals & 5 assists in 9 #NationsLeague games pic.twitter.com/hkgTwkpsdm — UEFA Nations League… Continue reading უეფა: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება

“რა გაგიკვირდათ? რას ელოდით?” – რუსეთი აზიაზე ფიქრობს

როგორი რეაქცია აქვთ რუსებს უეფას უარის შემდეგ? როგორც 20 სექტემბერს გადაწყდა, რუსეთის ნაკრები ევრო-2024-ის შესარჩევში ვერ ითამაშებს. აზიის კონფედერაციაში შესვლაზე ფიქრობენ. ვალერი კარპინი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): „რას ელოდით? რამე სხვას? თავი რატომ უნდა მომეტყუებინა? 50-ნაირი ხუმრობა მოვისმინე და წავიკითხე, ვერსიები ცალკე, მერე კი უარი. აზიაში გადასვლა შეიძლება 2-3 წლის მერე. ჯერ ალბათ არც იქ დაგვიშვებენ“.… Continue reading “რა გაგიკვირდათ? რას ელოდით?” – რუსეთი აზიაზე ფიქრობს

უეფამ რუსეთი ევროპაზე არ დაუშვა

უეფამ რუსეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არ დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას პრესსამსახურმა გაავრცელა. “რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება. მიზეზი თებერვალში მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, რუსულ კლუბებს და ნაკრებს უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება არ აქვთ.” – ნათქვამია რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის… Continue reading უეფამ რუსეთი ევროპაზე არ დაუშვა

“სიტყვები არ მყოფნის…” (ვინ გადაწყვიტა რუსეთთან თამაში?)

რა გაგრძელება და კომენტარები მოჰყვა რუსეთ-ბოსნიის ამხანაგური მატჩის დაანონსებას? ჯერ ის დავწეროთ, რომ რუსული მხარე 200 000 ევროს გადაუხდის ბოსნიელებს, რადგან ისინი სანკტ-პეტერბურგში ჩასვლასა და თამაშს დათანხმდნენ. უეფა არ კრძალავს ამ შეხვედრის ჩატარებას: მართალია, რუსეთი უეფაში აღარაა, მაგრამ ამხანაგურებში შეუძლია მონაწილეობა. თამაში 19 ნოემბერს დაიგეგმა. ბოსნიელთა წამყვანი ფეხბურთელები უარზე არიან, რუსეთთან არ ვითამაშებთო. მირალემ პიანიჩმა… Continue reading “სიტყვები არ მყოფნის…” (ვინ გადაწყვიტა რუსეთთან თამაში?)

პრეზიდენტის ჯილდო საკის

მილანის ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ უეფასგან საგანგებო ჯილდო მიიღო, რომელიც მას სტამბოლში, 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადასცეს. „ეს ჯილდო ადამიანებს პროფესიული ოსტატობისთვის გადაეცემეთ. ადამიანებს, რომლებმაც ფეხბურთში დიდი კვალი დატოვეს. ცოტამ თუ მოახერხა ამ თამაშის ფილოსოფიის ისე შეცვლა, როგორც არიგო საკიმ. მისი იდეები დღესაც სახელმძღვანელოებში მთავარ სტრიქონებს იკავებს. არის ორი ეპოქა: საკიმდე და… Continue reading პრეზიდენტის ჯილდო საკის

ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?

ამაღამ სტამბოლში ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. გამოკითხვაში ევროპის 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი სარბიელი გახლავთ. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად ნომინირებული არიან: ქარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი.   მწვრთნელთა შორის: იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი,… Continue reading ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?

18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული

  18 აგვისტოა. არის დღეები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება: პირველი მატჩი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დინამოს სტადიონი, 50 000 მაყურებელი და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.. დინამო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს ხვდებოდა. რატომ 12:1 არა?! 2:1 დასრულდა, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არალოგიკური ანგარიში. 12:1, 13:1, 14:1 – სრულიად შესაძლებელი თამაშიდან გამომდინარე. ვისაც ახსოვს დაგვეთანხმება: დინამო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა… Continue reading 18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული