“უიმბლდონი” მომავალი წლიდან რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს შეზღუდვებს მოუხსნის

FILE PHOTO: Tennis - Wimbledon - All England Lawn Tennis and Croquet Club, London, Britain - July 2, 2019 General view of the Wimbledon logo on the base of the handle of a tennis racquet REUTERS/Andrew Couldridge

The Telegraph-ის ინფორმაციით, “უიმბლდონი” მზად არის შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და მომდევნო წლიდან ტურნირზე დაუშვას რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე უიმბლდონის წლევანდელ გრანდ სლემზე არ იქნენ დაშვებულნი რუსი და ბელორუსიელი სპორტსმენები, რის გამოც ATP-მ და WTA-მ ტურნირს სარეიტინგო ქულების გაცემის უფლება ჩამოართავა, ხოლო ბრიტანეთის ჩოგბურთის ფედერაცია 2 მილიონი დოლარით… Continue reading “უიმბლდონი” მომავალი წლიდან რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს შეზღუდვებს მოუხსნის

ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ტრიუმფატორია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ფინალში 6:7 6:4 6:4 6:3 სძლია მატეო ბერეტინის და კარიერაში მე-20 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, ადრეული ბრეიკი შეასრულა და 5:2 დაწინაურდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნოვაკი იოლად მოიგებდა სეტს, თუმცა იტალიელი დროულად გამოფხიზლდა, ზედიზედ 3 გეიმის მოგებით ანგარიში გაათანაბრა და ინტრიგაც დააბრუნა.… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ტრიუმფატორია

ეშლი ბარტი „უიმბლდონის“ ჩემპიონია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ „უიმბლდონის“ ფინალში 6:3 6:7 6:3 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი (როლან გაროსი 2019). შეხვედრის სტარტი ავსტრალიელ ჩოგბურთელს ბრწყინვალე გამოუვიდა – ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 4:0 დაწინაურდა. კაროლინას არ მისდიოდა ჩაწოდება, რის გამოც დიდი პრობლემები ექმნებოდა. ჩეხი მოგვიანებით გამოფხიზლდა, ერთი უკუბრეიკის შესრულებაც შეძლო, თუმცა… Continue reading ეშლი ბარტი „უიმბლდონის“ ჩემპიონია

უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ბერეტინის დაუპირისპირდება

უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და მატეო ბერეტინი დაუპირისპირდებიან. ჯოკოვიჩმა ნახევარფინალურ ეტაპზე 7:6 7:5 7:5 სძლია კანადელ დენის შაპოვალოვს. სერბ ჩოგბურთელს სერიოზული პრობლემები ქონდა პირველ სეტში, როდესაც ადრეული ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა 4:5-ზე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიბრეიკზე კი ახალგაზრდა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა 7:3. მეორე და მესამე სეტი ერთმანეთს ძალიან… Continue reading უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ბერეტინის დაუპირისპირდება

უიმბლდონის ფინალში ბარტი პლიშკოვას დაუპირისპირდება

დასასრულს უახლოვდება უიმბლდონის ტურნირი. მე-10 სათამაშო დღე ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალებს დაეთმო, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და “უიმბლდონის“ 2018 წლის გამარჯვებული ანგელიკ კერბერი უპირისპირდებოდნენ. შეხვედრის სტარტი ეშლის უკეთესი გამოუვიდა, ადრეული ბრეიკიც შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. გერმანელი ჩოგბურთელი მოგვიანებით გამოფხიზლდა, რამდენიმე ლამაზი გათამაშებაც მოიგო, თუმცა სეტის გადარჩენა ვეღარ… Continue reading უიმბლდონის ფინალში ბარტი პლიშკოვას დაუპირისპირდება

ფედერერი: „მომავლ სეზონშიც ვითამაშებდი „უიმბლდონზე“, თუმცა…“

როჯერ ფედერერის ასპარეზობა „უიმბლდონზე“ ხელოვნების ნიმუშია. 8 აგვისტოს „შვეიცარიელ მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება. გასულ წელს მან 2 ოპერაცია გაიკეთა მუხლზე, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ტურნირზე მოასწრო ასპარეზობა და სრულფასოვანი მომზადების გავლა მაინც ვერ შეძლო „უიმბლდონისთვის“. ასეთ „საველე პირობებში“ გრანდ სლემის ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლა არარეალურად მაგარი შედეგია, თან თუ გავითვალისწინებთ მის განვლილ გზასაც (მოუგო კამერონ… Continue reading ფედერერი: „მომავლ სეზონშიც ვითამაშებდი „უიმბლდონზე“, თუმცა…“

ფავორიტთა წარმატებული დღე „უიმბლდონზე“

ANGELIQUE KERBER (GER) TENNIS - THE CHAMPIONSHIPS - WIMBLEDON - ALL ENGLAND LAWN TENNIS AND CROQUET CLUB - ATP - WTA - ITF - WIMBLEDON - SW19 - LONDON - GREAT BRITAIN - 2021 © TENNIS PHOTO NETWORK

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს „უიმბლდონის“ ტურნირის ქალთა ერთუელთა ბადე, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ოთხივე ფავორიტმა იოლი გამარჯვება იზეიმა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულმა ანგელიკ კერბერმა 6:2 6:3 სძლია კაროლინა მუხოვას და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბად-ჰომბურგის ტურნირიდად მოყოლებული, გერმანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 10 მატჩი აქვს უკვე მოგებული. მუხოვას დამარცხების ფონზე, კერბერი მერვედ გავიდა დიდი… Continue reading ფავორიტთა წარმატებული დღე „უიმბლდონზე“

13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში

საჩოგბურთო ისტორიიდან „უიმბლდონის“ ტურნირს ბევრი ტრადიცია აქვს შენარჩუნებული , თუმცა Manic Monday მაინც განსაკუთრებულია. ორშაბათი, როდესაც ყველა 1/8 ფინალური შეხვედრა ერთ დღეს იმართება. Manic Monday-ს მშვენებად იქცა კარენ ხაჩანოვის და სებასტიან კორდას დაპირისპირება, მატჩი, რომლის გადამწყვეტ სეტში მაყურებელმა 13 ბრეიკი იხილა. ეს მაჩვენებელი კი მამაკაცთა „უიმბლდონის“ ახალი რეკორდია, წინა „საუკეთესო“ შედეგი 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც… Continue reading 13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში

პირველად დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში

პირველად დიდი სლემის ტურნირირების ისტორიაში 2 ველური ბარათის (wild card) მქონე ჩოგბურთელი გავიდა უიმბლდონის 1/8 ფინალურ ეტაპზე: 22 წლის რუსი – ლუდმილა სამსონოვა და 18 წლის ბრიტანელი – ემა რადუკანუ (N 338 მსოფლიო რეიტინგში). სამსონოვამ უიმბლდონზე ვაილდ ქარდი ბერლინის ტურნირზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის ფონზე დაიმსახურა, სადაც ლუდმილამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული… Continue reading პირველად დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში

დანილ მედვედევის დიდი „COME BACK” და გამარჯვება მარინ ჩილიჩთან

დანილ მედვედევმა კარიერაში პირველად მოახერხა უიმბლდონის ტურნირზე 1/8 ფინალურ სტადიაზე გასვლა. ამისათვის რუს ჩოგბურთელს დაუჯერებელი „COME BACK”-ის შესრულება დასჭირდა მარინ ჩილიჩთან. მედვედევმა სეტებში 0:2 ჩამორჩენა ამოქაჩა და 5 სეტიან, ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური 6:7 3:6 6:3 6:3 6:2. ყველაფერი კი მესამე სეტის მიმდინარეობისას, ერთმა არაზუსტად შესრულებულმა დარტყმამ და მილიმეტრიანმა აუტმა გადაწყვიტა… საწყისი 2… Continue reading დანილ მედვედევის დიდი „COME BACK” და გამარჯვება მარინ ჩილიჩთან