ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში დასრულდა უიმბლდონის ტურნირი. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 4:6 6:3 6:4 7:6 სძლია ნიკ კირიოსს და კარიერაში 21-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. შეხვედრის სტარტი ავსტრალიელს უკეთესი გამოუვიდა – ნიკმა მეხუთე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ანგარიშში დაწინაურდა 3:2. ავსტრალიელი ჩოგბურთელი შესანიშნავად აწვდიდა – პირველ სეტში მხოლოდ 5 ქულა წააგო საკუთარ ჩაწოდებაზე და… Continue reading ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მეშვიდედ მოიგო
Tag: უიმბლდონი 2022
ჯოკოვიჩი VS კირიოსი
დღეს, 17:00-ზე სტარტს აიღებს უიმბლდონის მამაკაცთა ერთუელთა თანრიგის ფინალი. უაღრესად საინტერესო მატჩში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნიკ კირიოსი დაუპირისპირდებიან. ნიკ კირიოსი კარიერაში პირველად ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში, მისი მეტოქე- ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ATP TOUR-ის რეკორდს დაამყარებს – 32-ედ იასპარეზებს გრანდ სლემის ფინალურ მატჩში. 2022 წელს ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ ასპარეზობს ბალახის საფაროვან ტურნირებზე. ნიკმა ნახევარფინალურ… Continue reading ჯოკოვიჩი VS კირიოსი
უიმბლდონს ახალი ტრიუმფატორი ყავს – ელენა რიბაკინა
2022 წლის უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ელენა რიბაკინამ 3:6 6:2 6:2 სძლია ონს ჟაბერს და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო. პირველ სეტში ტუნისელი ჩოგბურთელი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე მისი მეტოქე. ონსმა მესამე და მეცხრე გეიმებში ორჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარ ჩაწოდებაზე კი ბრეიკპოინტამდეც კი არ მიუშვა ელენა და 33 წუთში 6:3 იმარჯვა. მეორე პარტიიდან… Continue reading უიმბლდონს ახალი ტრიუმფატორი ყავს – ელენა რიბაკინა
უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი კირიოსს დაუპირისპირდება
ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში დასასრულს უახლოვდება სეზონის მესამე საჩოგბურთო გრანდ სლემის ტურნირი. უიმბლდონის 1/2 ფინალურ სტადიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2:6 6:3 6:2 6:4 სძლია კამერონ ნორის და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ბრიტანელს უკეთესი გამოუვიდა – კამერონმა პირველ სეტში სამჯერ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე და 33 წუთში 6:2 იმარჯვა. ჯოკოვიჩი დროულად გამოფხიზლდა – მეორე სეტში ჯერ საკუთარ… Continue reading უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი კირიოსს დაუპირისპირდება
სკუპსკიმ და კრავჩუკმა უიმბლდონი მოიგეს
ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში დასარულს უახლოვდება სეზონის მესამე დიდი სლემის ტურნირი. უიმბლდონის შერეულ წყვილთა თანრიგის ფინალში ნილ სკუპსკის და დეზირე კრავჩუკის დუეტმა 6:4 6:3 სძლია სამანტა სტოსური/მეტიუ ებდენის ტანდემს. შეგახსენებთ, რომ სკუპსკი/კრავჩუკის წყვილს შარშანაც მოგებული ქონდა უიმბლდონი, ასე რომ მათ წარმატებით დაიცვეს ტიტული. სკუპსკის 2 უიმბლდონის გარდა, სხვა არცერთი დიდი სლემის ტურნირი არ მოუგია, კრავჩუკმა კი… Continue reading სკუპსკიმ და კრავჩუკმა უიმბლდონი მოიგეს
ჯოკოვიჩის მეშვიდე ქამბექი
დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას უიმბლდონის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე სერბმა ჩოგბურთელმა ურთულეს, 5 სეტიან ბრძოლაში 5:7 2:6 6:3 6:2 6:2 სძლია იანიკ სინერს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნოვაკმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეშვიდედ “ამოქაჩა” მატჩი, როდესაც სეტებში 0-2 ჩამორჩებოდა. ხუთსეტიან მატჩებში კი მისის მოგება/წაგების ბალანსი კი ასე გამოიყურება 37:10.… Continue reading ჯოკოვიჩის მეშვიდე ქამბექი
ნადალის 47-ე 1/4 ფინალი დიდი სლემის ტურნირებზე
დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას უიმბლდონის ტურნირზე. 1/8 ფინალურ ეტაპზე ესპანელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:2 7:6 სძლია ბოტიკ ვან დე ზანდშულპს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნადალი კარიერაში 47-ედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების 1/4 ფინალში. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 ჩოგბურთელს აქვს: ნოვაკ ჯოკოვიჩს (53) და როჯერ ფედერერს (58). რაფაელი უიმბლდონის 1/4 ფინალში… Continue reading ნადალის 47-ე 1/4 ფინალი დიდი სლემის ტურნირებზე
ჯოკოვიჩის მოგებათა სერია გრძელდება – 25
უიმბლდონის ტურნირის 6-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ლონდონში მიმდინარე დიდი სლემის ტუნრიზე.მეოთხე წრეში სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 4:6 6:1 6:2 სძლია ტიმ ვან რაიტოვენს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. “ნოლეს” შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ნოვაკმა აღებული ტემპი “აღარ დააგდო”, მერვე გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და… Continue reading ჯოკოვიჩის მოგებათა სერია გრძელდება – 25
შვიონტეკის 37 მატჩიანი მოგებათა სერია მოულოდნელად დასრულდა
იგა შვიონტეკი 135 დღის განმავლობაში დაუმარცხებლად მიიკვლევდა გზას საჩოგბურთო ტურნირებზე,თუმცა ყველა სერია ადრე თუ გვიან სადღაც სრულდება… ბოლო წაგება პოლონელს 16 თებერვალს “შეემთხვა”, როდესაც მესამე სეტის ტაიბრეიკზე დამარცხდა ელენა ოსტაპენკოსთან, ამის შემდეგ კი დაუვიწყარი სერიაც დაიწყო. 21 წლის პოლონელმა ზედიზედ 6 ტიტული მოიგო (მათ შორის როლან გაროსი). ზედიზედ მოგებული 37 მატჩი – მეხუთე შედეგი ქალთა… Continue reading შვიონტეკის 37 მატჩიანი მოგებათა სერია მოულოდნელად დასრულდა
ბასილაშვილი უიმბლდონის 1/8 ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილის და რადუ ალბოტის დუეტი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ტურნირზე. ქართულ/მოლდოვურმა ტანდემმა მეორე რაუნდში 6:4 2:6 3:6 7:6 7:5 სძლია ჰიდალგო/როდრიგესს და 1/8 ფინალის საგზურიც მოიპოვა. ნიკამ და რადუმ მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველსავე გეიმში 3 ბრეიკპოინტი გამოიმუშავეს, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლეს. ბასილაშვილი/ალბოტის დუეტმა მეხუთე გეიმში მაინც შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება… Continue reading ბასილაშვილი უიმბლდონის 1/8 ფინალშია