თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში (Royal Seginus) უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა: მინაისა და შინიკის ფეხბურთელებმა იჩხუბეს. ორივე გუნდი თურქულ შეკრებაზეა და ერთ სასტუმროში მოხვდნენ. როგორც გაირკვა, დამანგრეველი მიწისძვრის მერე შინიკი მოერიდა სხვა სასტუმროში გაჩერებას და დაბინავდა იქ, სადაც მინაი ცხოვრობდა. ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შენიშვნა მისცა რუსს, რომელიც სასტუმროს პერსონალ გოგონას ეუზრდელებოდა. დაიწყო გაწევ-გამოწევა და… Continue reading გუნდი გუნდზე… უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს
Tag: უკრაინა
აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა
ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა, რომ უეფა რუსული კლუბებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას აპირებდა. თუმცა გაირკვა: ევროტურნირების მომდევნო სეზონში რუსულ კლუბები კვლავ არ იქნებიან… ეს Sky Sports-მა გაავრცელა. ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს უეფას სუპერთასი ყაზანში აღარ გაიმართება. მატჩი აგვისტოში რუსეთს მიღმა ჩატარდება. რუსეთში კი კვლავ ორად იყოფა აზრი: უღირთ თუ არა აზიის კონფედერაციაში გადასვლა. ბევრი თვლის, რომ… Continue reading აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა
მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინაში
The times-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ესპანეთისა და პორტუგალიის პრეზიდენტებთან ერთად, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ, ოფიციალურად, ოთხშაბათს გასამართ უეფას კონფერენციაზე განაცხადებენ. უკრაინასთან ერთად, ესპანეთისა და პორტუგალიის ჩართვა, ჩვენი მეზობლების მასპინძლობის შანსებს ერთი ორად ზრდის.
ევრო-2024: წილისყრის წინ… და რუსეთს დაუშვებენ?
9 ოქტომბერს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 10 ჯგუფი იქნება, 2-2 საუკეთესო გავა ევროპაზე, მათ დაემატება მასპინძელი გერმანია და 3 ნაკრები ერთა ლიგიდან. უდიდესი ალბათობით, საქართველო მეოთხე კალათაში იქნება (სულ ექვსი კალათა). შესარჩევის მატჩები გაისად მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება. და იქნება თუ არა შესარჩევში რუსეთის ნაკრები? დღევანდელი მდგომარეობით არა, მაგრამ რუსები იბრძვიან… Continue reading ევრო-2024: წილისყრის წინ… და რუსეთს დაუშვებენ?
უნიკალური… ფოცხვერიას ისტორია ვერდერით, შახტიორით, ქართული პასპორტით
მიხეილ ფოცხვერია – დღეს 47 წლის გახდა. კარგა ხანია, თბილისში ცხოვრობს, დიდუბეში… უნიკალური შემთხვევა: თავის დროზე უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ფლანგელი შემტევი, საქართველოს ნაკრებში ჩამოვიდა სათამაშოდ. მის ადგილზე ამას ბევრი არ გააკეთებდა. რატომ? ფოცხვერიას დედა რუსი გახლდათ, დედ-მამამ ციმბირში გაიცნეს ერთმანეთი, საქართველოში ძალიან მცირე ხანი იყვნენ და ლუგანსკში დასახლდნენ. მიხეილ ფოცხვერიაც იქ გაიზარდა, იქ… Continue reading უნიკალური… ფოცხვერიას ისტორია ვერდერით, შახტიორით, ქართული პასპორტით
უბრალოდ იუზრდელა
გვჭამს ეს პოლიტიკა. რიგაში უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა რაღაც იუზრდელა და მეორე დღეს ოთხმოც წელს გადაცილებულმა ნათესავმა დამირეკა, რას გვერჩიანო. მრავლობითში თქვა. ჩემი ნათესავი ქალბატონია და კალათბურთის წესებიც არ იცის, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს „რას გვერჩიან“ მარტო მას აღმოხდა. ბევრმა გაცილებით ახალგაზრდამ ბაგაცკისის უტიფრობა ისევე აღიქვა, როგორც მან. ერთმა ღირსები ვართო, მეორემ… Continue reading უბრალოდ იუზრდელა
“უკრაინის მუნდიალზე გასვლა მაინცდამაინც არ სურდათ…”
მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა თებერვლის ბოლოს მთელ მსოფლიოს გააცნო თავი, როცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში (ვსუ) ჩაეწერა… ვერნიდუბი ტირასპოლის შერიფს წვრთნიდა და თან როგორი წარმატებით, ყველაზე უკეთ მადრიდის რეალში იციან. შერიფი ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გავიდა, მერე კი რეალს გასვლაზე 2:1 მოუგო. უკრაინელი ვერნიდუბი შერიფიდან წავიდა და ახლა კრივბასის მწვრთნელია. ვერნიდუბი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების გასვლა… Continue reading “უკრაინის მუნდიალზე გასვლა მაინცდამაინც არ სურდათ…”
წადი თქვენი…
უკრაინის ჯუდოს ფედერაციის განცხადებით, მათი ნაკრები შეჯიბრებებზე მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან იქ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვეს. მოგეხსენებათ, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუს და ბელარუს ათლეტებს ტურნირზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა „ასეთი ლოზუნგების შემდეგ, როგორებიცაა: მეგობრობა, სოლიდარულობა, მშვიდობა, სპორტი საზღვრებს გარეშე, ჯუდოს ღირებულებები – IJF-მ წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები… Continue reading წადი თქვენი…
შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა
ფიფამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს უფლება მისცა, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ კონტრაქტი. ეს ვადა წლეულს 30 ივნისამდე იყო და აი, ერთი წლით კიდევ გადასწიეს. ეს ფიფას ოფიციალურ საიტზე წერია. ქართველებსაც ეხებათ. „ფიფას რჩევის ბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა გადაეწია, რათა დაეხმაროს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ.… Continue reading შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა
ვლადა
ოთხშაბათს უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 5 ივნისს უელსის ეროვნულ გუნდს შეხვდება. რაც ამ მატჩის დროს ლეგენდარულ ჰემპდენ პარკის სტადიონზე ხდებოდა, ალბათ ისტორიას არ ახსოვს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინელები პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდნენ. ტრიბუნები სავსე იყო უკრაინელი ქომაგებით, რომლებიც ეროვნულ ჰიმნს… Continue reading ვლადა