შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების  მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ისაუბრა. “დღეს ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ამოიწურა და მე გუნდს ვტოვებ. ნაკრებში 5 წელი გავატარე, ეს იყო მძიმე სამუშაო, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.  მადლობას ვუხდი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა.”-განაცხადა შევჩენკომ.… Continue reading შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა