“გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა” – ჰიონესი ისევ შეტევაზეა

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ცხელი წერტილი ბარსელონა და მიუნხენია. კატალონიელებს ბავარიელთა ცენტრალური თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენა სურთ, ამისთვის ისინი 50 მილიონსაც კი იხდიან, მაგრამ ბაიერნი უარზეა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა. მისთვის ამოუხსნელი თუ როგორ ახერხებს გუნდი, რომელსაც მილიარდზე მეტი ვალი აქვს რობერტ ლევანდოვსკის კალიბრის ფეხბურთელში… Continue reading “გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა” – ჰიონესი ისევ შეტევაზეა

აი, ამიტომ…

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟურნალისტებს გაუმხილა, რატომ ვერ ახერხებს წლების მანძილზე დორტმუნდი მიუნხენურ კლუბთან კონკურენციას. „სტაბილურები ვართ, რადგან გუნდი წლიდან წლამდე იზრდება. დროდადრო ახალ ფეხბურთელს ვიმატებთ. დორტმუნდი კი მნიშვნელოვან მოთამაშეებს ყიდის. ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის და გუნდი მთლიანობაში ვეღარ ვითარდება. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ახლანდელი ბაიერნი ძალიან შეკრული და შეთამაშებული გუნდია. ამას ლისაბონში ნახავდით, როცა… Continue reading აი, ამიტომ…