სირცხვილი გარეთ

ინგლისი შოკშია. სამშაბათს მათმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩში შინ, ვულვერჰემპტონში, უნგრეთთან სამარცხვინოდ წააგო – 0:4. ეს სამი ლომის ყველაზე მტკივნეული საშინაო მარცხი გახლდათ 1928 წლის შემდეგ, როცა ისინი შოტლანდიამ გაანადგურა 1:5. ვულვერჰეპტონის მოლინიუს სტადიონზე შეკრებილი ქომაგები მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს უშვერი სიტყვებით იხსენიებდნენ. მათ თამაშის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე მოუწყვეს თავის ნაკრებს ობსტრუქცია. ბოლო ოთხი… Continue reading სირცხვილი გარეთ

ცხოვრება გოლებით: ბომბარდირი, რომელიც საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტა…

ერთ მაგარ და თან სევდიან ისტორიაზე დავწერთ. შანდორ კოჩიში პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში ორნიშნა რაოდენობის გოლი გაიტანა – 11. დღეს 92 წლის გახდებოდა. ბავშვობაში წიგნში წაკითხულიდან სხვა შთაბეჭდილებები გრჩება… უნგრეთის „დიდი გუნდი“ (როგორც ეძახდნენ) სასწაულებს აკეთებდა.  ინგლისის ნაკრებს სტუმრად 6:3 და შინ 7:1 მოუგეს. კოჩიშიც ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო… წარმოიდგინეთ, ნაკრების… Continue reading ცხოვრება გოლებით: ბომბარდირი, რომელიც საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტა…

უნგრეთის ნაკრების კაპიტანის ემოციური სიტყვა [ვიდეო]

უნგრეთის ნაკრებმა “სიკვდილის ჯგუფში” მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო (საფრანგეთი) და ევროპის (პორტუგალია) ჩემპიონებთან, დამატებით, მსოფლიოს წინა ჩემპიონთან (გერმანია), შეძლეს და 2 ქულა აიღეს. ეს ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყოთ, თუმცა ტურნირი ამაყად დატოვეს. ეს როგორ მოახერხეს, არ გაგვიკვირდება, თუ უნგრეთის ნაკრების კაპიტანის, ადამ სალაის ემოციურ სიტყვას მოვისმენთ, რომელიც 2020 წელს, ისლანდიასთან მატჩის შესვენებაზეა ჩაწერილი. ეს მატჩი ევროპის… Continue reading უნგრეთის ნაკრების კაპიტანის ემოციური სიტყვა [ვიდეო]

სენსაცია სიკვდილის ჯგუფში – უნგრეთი 1:1 საფრანგეთი

ბუდაპეშტში “პუშკაშ არენაზე” F ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს უნგრეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები უპირობო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად ქულები დაკარგეს. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფრანგები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, არაერთი საგოლე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს უნგრელმა ატილა ფიოლამ ანგარიში გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. უნგრეთმა ანგარიშის შენარჩუნება 66-ე წუთამდე მოახერხა. უგო ლორისის შესანიშნავი… Continue reading სენსაცია სიკვდილის ჯგუფში – უნგრეთი 1:1 საფრანგეთი

ლოკატელი რონალდუა?

ევრო 2020-ის მეორე ტურში იტალიელთა შვეიცარიელებზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ (3:0), პრესკონფერეციაზე იტალიელმა მანუელ ლოკატელიმ, მაგიდასთან დაჯდომამდე, სპონსორი კოკა კოლას ორი ბოთლი გვერდით გადადგა და წინ წყლის ბოთლი დაიდო. მერე ჟურნალისტებს გაუღიმა და საუბარი დაიწყო. ასეთი ჟესტი სამიოდ დღის წინათ კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა უნგრეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. შედეგად, კომპანიამ 4 მილიარდ დოლარამდე იზარალა.

პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]

“სიკვდილის ჯგუფის” სენსაციურად დაწყებას ბევრი არაფერი აკლდა, 84-ე წუთამდე პორტუგალია უნგრეთს ვერ უგებდა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესწილად გულშემატკივრების დამსახურება იყო, რადგან “პუშკაშ არენა” სრულიად სავსე იყო და საკუთარ ნაკრებს მხარს ბოლომდე უჭერდნენ.   უნგრეთს ბოლომდე გაძლება სჭირდებოდა, ერთი რომ გაეშვა, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. ასეც მოხდა, 84-ზე გერერომ გაიტანა, შემდეგ ორიც რონალდუმ მიამატა და პორტუგალიამ… Continue reading პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოსღა გატეხა, მაგრამ 3:0 მოუგო [ვიდეო]