ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

უოტფორდის მწვრთნელობა ერთობ სახათაბალო საქმე ყოფილა. როცა ამ თანამდებობას თანხმდები,  დარწმუნებული უნდა იყო, რომ პირველივე წაფორხილებისას კარისკენ მიგითითებენ. ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო 10 წელიწადში 15 სპეციალისტი შეცვალეს… რანიერი მეთექვსმეტეა. თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და დამრიგებელმა ჩისკო მუნიოსმა, უოტფორდში არასრული ათი თვე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა და მიმდინარე სეზონშიც, მე-15 ადგილზე… Continue reading ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

7 ცოტაა… ჩისკოსთვის უოტფორდი დასრულდა

ესპანელი ჩისკო უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა. ეს ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბმა დაადასტურა… ჩისკოს უოტფორდმა შაბათს სტუმრად ლიდსთან წააგო – 0:1. უოტფორდი მე-14 ადგილზეა 7 ქულით… ამ სეზონში ასტონ ვილასა და ნორვიჩს მოუგო. თბილისის დინამოს ყოფილი ბომბარდირი და მწვრთნელი 10 თვე მუშაობდა უოტფორდში. მან გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა და რა თქმა უნდა, მაინც კარგი სახელით ტოვებს… Continue reading 7 ცოტაა… ჩისკოსთვის უოტფორდი დასრულდა

რაკიღა ჩისკო ჩისკოა

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩისკო გინდა თბილისში ამუშავე, გინდა ინგლისში, ჩისკო ჩისკოა. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ ვიხუმრე. ამ სიტყვებს სეროზულად, სრული პასუხისმგებლობით ვწერ: ჩისკო ჩისკოა! აქაც და იქაც ერთი და იგივე ადამიანია, ერთი და იმავე გარეგნობით, ერთი და იმავე ხასიათით. არც აქ არის ქართველი და არც იქ ინგლისელი — ყველგან ესპანელია. ვერც თავანკარა ქართულს… Continue reading რაკიღა ჩისკო ჩისკოა