მომავალი სუარესი?.. ბარსელონა ურუგვაისკენ იყურება

ის ბარსელონას სასურველ ფეხბურთელთა შორისაა, თანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი. 20 წლის ურუგვაელი ფორვარდი აგუსტინ ალვარესი… ახალი სუარესი? ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი თაობის ურუგვაელებში მასზე ძლიერი შემტევი არავინაა. ალვარესი ურუგვაის პენიაროლში თამაშობს და ჩემპიონატის 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ამასთან, ნაკრებშიც შეაგდო ერთი გოლი. ვარაუდობენ, რომ პენიაროლი 12 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის ალვარესს.… Continue reading მომავალი სუარესი?.. ბარსელონა ურუგვაისკენ იყურება

ბრაზილიამ ურუგვაისთან იფრინა (+video)

ბრაზილიამ მუნდიალის შესარჩევის მორიგი მატჩი მოიგო: შინ ურუგვაისთან 4:1… ტიტეს გუნდი უკვე ძალიან წინაა, ურუგვაის კი ბრძოლა მოუწევს მსოფლიოზე გასასვლელად: წინა ტურში არგენტინასთან 0:3 წააგეს, ახლა ბრაზილიასთანაც დიდი ანგარიშით… ჩავარდნა აქვთ. ნეიმარმა და რაფინიამ მაგარი თამაში ჩაატარეს. ნეიმარი ნეიმარია, აი, რაფინია კი როგორც ჩანს, ბრაზილიას მარჯვენა შემტევის პრობლემას მოუხსნის: ლიდსის შემტევი დაფრინავდა.

მესის 80

Soccer Football - World Cup - South American Qualifiers - Argentina v Uruguay - El Monumental, Buenos Aires, Argentina - October 10, 2021 Argentina's Lionel Messi in action REUTERS/Agustin Marcarian

ბუენოს აირესში, მსოფლიოს 2022 წლის მე-5 ტურის გადატანილ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ოდინდელი მტერი, ურუგვაის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. 38-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. ეს ლეოს მე-80 გოლი გახლდათ ალბისელესტეს შემადგენლობაში. ამ ნიშნულის მისაღწევად 34 წლის ფორვარდს 155 შეხვედრა დასჭირდა. მის ანგარიშზე ასევე 51 საგოლე პასია. 10 მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრები კონმებოლის ცხრილში 22 ქულით… Continue reading მესის 80

რა ხდება ურუგვაიში? კიდევ ერთი ფეხბურთელის თვითმკვლელობა…

რა ხდება ურუგვაიში? ბოლო ერთ კვირაში მეორე ფეხბურთელმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ამჯერად 27 წლის ემილიანო კაბრერამ… მიზეზი ჯერ უცნობია. კაბრერა ურუგვაის კლუბ ბოსტონ რივერში თამაშობდა, ცოტა ხანს ესპანეთის ქვედალიგელ გუნდებში იყო, ბოლო პერიოდში კი ფუტსალში გადავიდა.   შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ურუგაველმა ფეხბურთელმა უილიამ მარტინესმა მოიკლა თავი. 39 წლის მარტინესი ურუგვაის გუნდებში თამაშობდა.   „წინა… Continue reading რა ხდება ურუგვაიში? კიდევ ერთი ფეხბურთელის თვითმკვლელობა…