დემბელე VS კვარაცხელია – ახალი ვიდეო ახალი შედარება (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიაზე მორიგი ვიდეო გავრცელდა. ახალ ვიდეოში ქართველი ფეხბურთელი უსმან დემბელეს შეადარეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მსგავსი ვიდეო დაიდო, სადაც ხვიჩა ანტონის შეადარეს. კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია. ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლიში ოფიციალურ მატჩებში 15 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საგა დასრულდა – დემბელემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

უსმან დემბელე კვლავ ბარსელონაში ითამაშებს. ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ბოლო თვეების განმავლობაში დემბელესთან დაკავშირებით არაერთი ცნობა გავრცელდა. იწერებოდა, რომ ბარსელონას ახალი კონტრაქტი სურდა, თუმცა დემბელეს ხელფასზე ვერ ითანხმებდნენ. როგორც ჩანს, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ უსმანი კვლავ ბლაუგრანაში ითამაშებს. დემბელე… Continue reading საგა დასრულდა – დემბელემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

დემბელე გაჯიუტდა – ფრანგი მეტ ფულს ითხოვს

უსმან დემბელეს საგა გრძელდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს ბარსელონასთან კონტრაქტს, თუ მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასევე რომანომ დაწერა, რომ ბარსელონას გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო სჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია. აღსანიშნავია, რომ ბარსელონას მწვრთნელს ჩავის, დემბელეს გუნდში დარჩენა სურს. ბოლო ცნობებით, ესპანელმა სპეციალისტმა შვებულება შეწყვიტა, რათა ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში თავად… Continue reading დემბელე გაჯიუტდა – ფრანგი მეტ ფულს ითხოვს

დემბელემ ჩელსის ხელფასი დაუწუნა

უსმან დემბელეს შესახებ სიახლეები არ წყდება. Diario Sport-ის ინფორმაციით, ფრანგის შეძენა ლონდონის ჩელსის სურს. ბრიტანულმა გრანდმა დემბელეს წინადადებით უკვე მიმართა და ბარსელონაზე უკეთესი პირობები შესთავაზა, თუმცა გარემარბმა ლონდონელებს ხელფასი დაუწუნა. თავად ფეხბურთელი თვლის, რომ მეტ ანაზღაურებას იმსახურებს. თავის მხრივ დემბელე არც ბარსელონაში დარჩენას გამორიცხავს, რადგან ესპანეთში თავს კარგად გრძნობს. უახლოეს დღეებში იგი ჩავის უნდა შეხვდეს… Continue reading დემბელემ ჩელსის ხელფასი დაუწუნა

ბაიერნს შემტევის წაყვანა ბარსელონადან უნდა

მიუნხენის ბაიერნი შეტევის გაძლიერებას აპირებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, რეკორდმაისტერებს ბარსელონადან უსმან დემბელეს გადაბირება სურთ. ცნობისთვის, ფრანგს ბლაუგრანასთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. ტრავმების, დისციპლინასთან დაკავშირებული და კიდევ სხვა პრობლემების გამო, დემბელემ ბარსაში პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 13… Continue reading ბაიერნს შემტევის წაყვანა ბარსელონადან უნდა

დემბელემ ჩელსის უპასუხა

  ბარსელონას შემტევს, უსმან დემბელეს ჩელსიმ წინადადებით მიმართა. არისტოკრატებს ფრანგის დამატება ზაფხულში სურთ, რადგან ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. როგორც ჟურნალისტი ხავიერ მატალიანსი წერს, დემბელემ წინადადება უარყო. აქამდეც დავწერეთ, რომ მას ბარსელონაში დარჩენა სურს, მაგრამ ხელფასის დაკლება მოუწევს. საგულისხმოა, რომ მისი თამაშით ხავიც კმაყოფილია…  

დემბელეს ამბავი – ბარსელონას ერთი უნდა ჩავის მეორე

დემბელეს საგა გრძელდება. ბარსელონას მისი გუნდიდან გაშვება იანვარშივე სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. ბოლო ცნობებით, ესპანელები მისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ზაფხულამდე აპირებენ. სწორედ ზაფხულში ეწურება ფრანგს ბარსასთან ხელშეკრულება. სამაგიეროდ საპირისპირო აზრზეა ჩავი. ესპანელი თვლის, რომ დემბელეს კვლავ შეუძლია ბარსელონას დახმარება. არახალია, რომ ჩავის დემბელე ძალიან მოსწონს და სურს, რომ გუნდში დიდხანს დარჩეს. წლის დასაწყისში ბარსელონამ 24 წლის… Continue reading დემბელეს ამბავი – ბარსელონას ერთი უნდა ჩავის მეორე

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა – ფრანგი ჰოლანდის ამბავმა გააღიზიანა

ბარსელონას და დემბელე შესახებ ცნობები არ წყდება. ბლაუგრანას ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ფეხბურთლს წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ფრანგი 40 მილიონს ითხოვს. თავიდან შეთანხმება თითქოს შედგა, თუმცა დემბელემ გაიგო, რომ ესპანელები ჰოლანდის დამატებას აპირებენ და ფინანსური რეგულაციების გამო ამან შესაძლოა უსმანის ხელფასის შემცირება გამოიწვიოს. სწორედ ამან გააბრაზა დემბელე და მეტი გასამრჯელო მოითხოვა. Foot Mercato-ს… Continue reading ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა – ფრანგი ჰოლანდის ამბავმა გააღიზიანა

539

539 – ამდენი ფეხბურთელი შევა ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგიდან 1 იანვარს თავისი კონტრაქტის ბოლო ექვსთვიურში. ეს კი ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ სხვა კლუბებთან აწარმოონ მოლაპარაკება, ხოლო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურონ მათ. უფასოდ წასული ფეხბუთელების მეტი რა გვინახავს (თუნდაც ლიონელ მესი და სერხიო რამოსი გავიხსენოთ), მაგრამ ამ სიაში შთაბეჭდილებას ახდენს ის მჭახე სახელები, რომლებსაც ახლა… Continue reading 539