კოლუმბიაში თამაში შეწყდა და დეპორტივო კალის გულშემატკივრებმა თავიანთი კლუბის ფეხბურთელს სცემეს: თანაც საკმაოდ ცნობილს, კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ტეოფილო გუტიერესს. თვითონ დეპორტივო კალიც, როგორც იცით, სახელიანი და ტრადიციული კლუბია, მაგრამ ახლა ბოლო ადგილზეა. გუნდი გასვლაზე კორტულუას ეთამაშებოდა და 0:2-ს აგებდა. 81-ე წუთზე სტუმართა ქომაგები შევარდნენ მინდორზე და ფეხბურთელებიც აქეთ-იქით გაიფანტნენ, თუმცა ზოგიერთი დარჩა და სწორედ… Continue reading ეს კოლუმბიაა… ფანებმა თავიანთ ფეხბურთელებს სცემეს (+video)
Tag: ფანები
“აქედან წადი!” ულტრასებმა მწვრთნელის პრეზენტაცია ჩაშალეს
საინტერესო ამბავი სლოვენიურ ლიუბლიანის ოლიმპიაში… მწვრთნელად დანიშნეს ესპანელი ალბერტ რიერა, რომლის პრეზენტაციაც კლუბის ულტრასებმა ჩაშალეს: დარბაზში შეიჭრნენ და ცალკე კლუბის დირექტორს, ცალკე რიერას უყვირეს, აქედან წადითო. რიერაც იძულებული გახდა, დარბაზიდან გასულიყო. ულტრასები გამწარებულები არიან იმით, რომ მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი მოხსნეს და მის ნაცვლად რიერა მიიყვანეს. პროსინეჩკი, ბევრმა იცით, ხორვატული ფეხბურთის ლეგენდაა, რეალში და ბარსელონაშიც თამაშობდა.… Continue reading “აქედან წადი!” ულტრასებმა მწვრთნელის პრეზენტაცია ჩაშალეს
ფეხბურთი საოცრებაა… 2000 ფანის სახელი გუნდის მაისურზე
აი, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს დაფასება… რუმინული ბუქარესტის დინამოს ხელმძღვანელობამ 2021/2022 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. მაისურებზე იმ 2000 ფანის სახელ-გვარია დაწერილი, რომლებიც სამი წლის წინ კლუბს ფინანსურად დაეხმარნენ. მეტიც, გაბანკროტებისგან იხსნეს. ბუქარესტის დინამო დიდი ტრადიციების კლუბია. რუმინეთის 18-გზის ჩემპიონი და 20-გზის თასის მფლობელი, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალებშიც ხშირად გასულა და… Continue reading ფეხბურთი საოცრებაა… 2000 ფანის სახელი გუნდის მაისურზე