ბაზაძე ევროპის ჩემპიონია!

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა! სანდრომ, ფინალში, ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა! შეხვედრის მიმდინარეობისას, ბაზაძე მეტოქესთან 5:9-ს აგებდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა!   აღსანიშნავია, მანამდე, ჩვენებურმა, 3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ სილაგისთან სრულფასოვანი რევანში მოიპოვა და 15:8 მოუგო!   სანდრო, ფარიკობაში, ერთადერთი ქართველია, ვინც ევროპის ჩემპიონობა შეძლო!    

სანდრო ბაზაძე: მე დავბრუნდები, უნამუსოებო…

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სატატუსს აქვეყნებს, სადაც მსაჯებს აკრიტიკებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის  

მედლის გარეშე

სამწუხაროდ, სანდო ბაზაძე მედლის გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადის 1/4 ფინალში, პირველ დაშნასთან – ო სან უკისთან – გამარჯვება მოიპოვა. ქართველი, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ქართველი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან დამარცხდა – 11:15.

ბრინჯაოს შანსი – ბაზაძემ ნახევარფინალში წააგო…

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში უნგრელ არონ შილაგისთან დამარცხდა 13:15. რა თქმა უნდა, ქართველის ფინალში ხილვა ყველას გვსურდა, თუმცა მისი მეტოქე ამ სპორტის ლეგენდაა – უნგრელი ხომ წინა ორი ოლიმიადის გამარჯვებულია.   ბრინჯაოსთვის ქართველი კიმ კორსა და ლუიჯი სამელეს შორის დამარცხებულს შეხვდება.  

ფავორიტი დამარცხებულია! – ბაზაძე ნახევარფინალშია!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი – ო სან უკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა!    ნახევარფინალში, ქართველის მეტო რეიტინგის მე-4 ნომერი, უნგრელი არონ შილაგი იქნება.   ბაზაძემ 1/16 ფინალში მოჰამ სამერი, 1/8 ფინალში კი – ზიად ელ სისი დაამარცხა.

ბაზაძე 1/4 ფინალშია! – ქართველის კიდევ ერთი გამარჯვება!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ მერვედფინალური შეხვედრა მოიგო! ქართველის მეტოქე ეგვიპტელი ზიად ელ სისი, რომელიც 15:12 დაამარცხა. ანგარიში 12:12 იყო, როდესაც სანდრომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.    1/4 ფინალში ბაზაძის მოწინააღმდეგე კორეელი ო სან უკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში პირველია…