როდემდე?! ბარსას ორი უბედურება

ბარსელონამ მორიგი ფოკუსი ჩაატარა… 3:0-ს უგებდა სელტას და 3:3 დაასრულა. კატალონიელებს ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში 2 ფრე და 2 წაგება აქვთ. მძიმე დღეში მყოფ გუნდს ჩაიბარებს ჩავი. 3:0-დან როგორ ვერ უნდა მოიგო?! ამ საუკუნეში ბარსას ეს პირველად დაემართა, ისე კი 1998 წელს ცოტა უარესიც მოუვიდა: შინ ზუსტად სამი ბურთით უგებდა ვალენსიას და 3:4 წააგო…… Continue reading როდემდე?! ბარსას ორი უბედურება

ლაპორტა: კლასიკო? მოვიგებთ…

  ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლა ლიგაში მოახლოებლ კლასიკოზე კომენტარი გააკეთა “კარგი წინათგრძნობა მაქვს. ორი თამაში მოვიგეთ, ტრავმირებულები გამოჯანმრთელდნენ, ფატისა და აგუეროს ვგულისხმობ, სანახაობრივ ფეხბურთსაც ვთამაშობთ. მინდა გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმო, რადგან შესანიშნავი შოუ გველოდება. თუ რეალს დავამარცხებთ, ეს დიდებული იქნება. ოპტიმისტი ვარ და მჯერა გავიმარჯვებთ”  

კუმანი მესის მემკვიდრეზე

18 წლის ანსუ ფატის 10 თვე მუხლის ტრავმის გამო არ ეთამაშა. პრიმერას მე-7 ტურში გამოჩნდა ბოლო წუთებზე მინდორზე ლევანტეს წინააღმდეგ (3:0) და წამატებულ წუთზე გაიტანა კიდეც. „ფატის დაბრუნება უკვე სასიხარულო ამბავია. დაბრუნდა და გაიტანა, ეს იდეალურია. მხოლოდ ორი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს დასაძლევი. უპირველესად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და კარგია,… Continue reading კუმანი მესის მემკვიდრეზე

ან ფატი, ან მესი?..

ესპანური საიტები წერენ, რომ ჟოან ლაპორტას შეეძლო ლეო მესის შენარჩუნება, თუ ანსუ ფატის გაჰყიდდა მანჩესტერ სიტიში… Diario Ara წერს, რომ ეს ფაქტიურად არჩევანი იყო: მესი თუ მომავალი? და ლაპორტამ ფატი არჩია. „ანსუს 100 მილიონ ევროზე მეტად გაყიდვა ბარსას ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა და შესძლებდნენ ლეოს შენარჩუნებას, თუმცა ლაპორტა ახალგაზრდა ფორვარდს ვერ შეელია. ამ დროს კი კლუბის… Continue reading ან ფატი, ან მესი?..