რომამ კონფერენს ლიგა მოიგო – მოურინიომ სამეული შეკრა

კონფერენს ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს. ახალი ევროპული ტურნირი რომამ მოიგო. ჯალოროსი ტირანაში გამართულ ფინალში ფეიენოორდს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი რომას უპირატესობით დაიწყო და უმეტეს წილად ასეც მიმდინარეობდა. იტალიელები განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდნენ. რომას საქმე იმანაც გაურთულა, რომ ჰენრიკ მხითარიანმა ტრავმა მიიღო და მე-17 წუთზე… Continue reading რომამ კონფერენს ლიგა მოიგო – მოურინიომ სამეული შეკრა

ცალკე ყინვისთვის, ცალკე სირცხვილისთვის…

რომა უფასოდ დაურიგებს კონფერენციის ლიგის ფინალის ბილეთებს იმ ფანებს, რომლებიც ნორვეგიაში იყვნენ მათთვის ავადსახსენებელ შეხვედრაში. მაშინ ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1:6 წააგო ბუდე-გლიმტთან… ცალკე ის, რომ წარმოუდგენელ სიცივეში გაჰყვნენ გუნდს და მეორე, ასეთ სამარცხვინო წაგებას უყურეს. მასინ ბუდე-გლიმტის სტადიონზე რომას 166 ფანი იყო. ჰოდა, მორალური ტკივილის კომპენსაცია იქნება უფასო ბილეთები. კონფერენციის ლიგის ფინალი 25 მაისს ტირანაში… Continue reading ცალკე ყინვისთვის, ცალკე სირცხვილისთვის…

ხანძარი ამსტერდამში

კვირას, „ამსტერდამ არენიდან“ წამოსული ტელეკადრები ერთი ხანი უკრაინაში მიმდინარე საომარ ამბებს დაემსგავსა. აიაქს – ფეიენოორდის მატჩის წინ, კარის უკან მსხდომმა გულშემატკივრებმა მაშხალები ააფეთქეს. ერთ-ერთი მაშხალა სარეკლამო ბანერს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. შავმა კვამლმა მოიცვა თიქმის მთელი სტადიონის ტერიტორია. საბედნიეროდ ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს, არავინ დაშავებულა. აიაქსი – ფეიენოორდის დაპირისპირება ნიდერლანდებში თითქმის იგივეა, რაც ესპანური რეალი –… Continue reading ხანძარი ამსტერდამში