ბარსელონას ნახევარმცველს ფელიპე კოუტინიოს, რომელიც ასტონ ვილაშია განათხოვრებული, ინგლისში დარჩენა სურს. Mundo Deportivo იუწყება, რომ კოუტინიო მზად არის ბლაუგრანაში ასაღებზე ნაკლები ხელფასი აიღოს და კვლავ ასტონ ვილასთვის ითამაშოს. კოუტინიოს ასტონ ვილაში დარჩენის სურვილის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდიცაა, რომელთან ერთადაც ფეხბურთელი ლივერპულში თამაშობდა. ბირმინგემელაბმა კოუტინიო ბარსელონადან წელს ზაფხულში სეზონის ბოლომდე გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრეს.… Continue reading კოუტინიო – როცა მწვრთნელი მეტ ფულს გირჩევნია
Tag: ფელიპე კოუტინიო
ცხრა დღით ადრე
ასტონ ვილას ვარსკვლავმა ფელიპე კოუტინიომ მეუღლე აინეს დაბადების დღე ცხრა დღით ადრე გადაუხადა რიო-დე-ჟანეიროში და ფლამინგოს შესანიშნავი ტორტიც მიართვა. თურმე არც პურ-მარილი დაუკლიათ და არც აუზში ჭყუმპალაობა. მოკლედ, დიდი მხიარულება ყოფილა. აინი 29 წლისა 31 მარტს ხდება, მაგრამ რახან დასვენების დღე გამოუჩნდათ, ღონისძიება ადრე გამართეს. ამ დღეებში კოუტინიოს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის… Continue reading ცხრა დღით ადრე
ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა
12 იანვარს ასტონ ვილამ ოფიციალურად წარადგინა 29 წლის ბრაზილიელი ახალწვეული ფელიპე კოუტინიო, რომელიც ბირმინგემულმა კლუბმა ბარსელონასგან იჯარის წესით დაიმატა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, გამოსყიდვის უფლებით. კოუტინიომ ტრადიციული მისასალმებელი სიტყვები თქვა წარდგენისას და დაამატა, რომ ინგლისურ კლუბში მისი გადასვლის მთავარი მიზეზი გუნდის დამრიგებელი, სტივენ ჯერარდია, რომელთანაც მას თავის დროზე ლივერპულში უთამაშია. „გადაწყვეტილების მიღებამდე სტივის ვესაუბრე. მან ზუსტად… Continue reading ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა
ბარსელონა ვარსკვლავების გაშვებას გეგმავს
კატალონიის ბარსელონაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. EL Diario-ს ინფორმაციით, გუნდი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. გადაწყვეტილია, რომ ბლაუგრანას ფელიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი დატოვებენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა რამდენიმე ფეხბურთელის საკითხი. ბარსელონას მიზანი ფეხბურთელების გაყიდვაა, თუმცა თუ ტრანსფერი არ გამოვა გუნდი მოთამაშეებისთვის კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, რაც დიდ ფინანსურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ბლაუგრანა ლა ლიგაში 23 ქულით… Continue reading ბარსელონა ვარსკვლავების გაშვებას გეგმავს
ლივერპულმა შესაძლოა კოუტინიო დაიბრუნოს
ლივერპული ზამთარში გაძლიერებას აპირებს. მერსისაიდელებმა ბარსელონადან შესაძლოა ფელიპე კოუტინიო დაიბრუნონ. ინფორმაცია Football Espagna-მ გაავრცელა. კოუტინიოს ზამთარში გაშვება ბარსელონასაც სურს, რათა ფინანსური სარგებელი ნახოს. ცნობისთვის, ლივერპულის გარდა ბრაზილიელი შემტევით ნიუკასლიც არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბლაუგრანაში სწორედ ლივერპულიდან გადავიდა. კლოპის გუნდის ღირსებას იგი 2013-18 წლებში იცავდა.