ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

US OPEN-ის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5 სეტიან ბრძოლაში 4:6 6:2 6:4 4:6 6:2 მოუგო ალექსანდრ ზვერევს და ოლიმპიადის ნახევარფინალში ნაწვნევი მწარე მარცხისთვის რევანში აუღო. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად აწვდიდა და იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-7 გეიმში ზვერევი პირველად მივიდა ბრეიკპოინტამდე , თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. 4:4-ზე კი გერმანელმა თავისას მაინც… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

დანილ მედვედევი US OPEN-ის ნახევარფინალშია

US OPEN-ის მეოთხედფინალში დანილ მედვედევმა 6:3 6:0 4:6 7:5 სძლია ტურნირის ერთ – ერთ მთავარ სენსაციას, მსოფლო რეიტინგის 117-ე ჩოგან ბოტიკ ვან დე ზანდშულპს და და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელს მეოთხედფინალურ მატჩამდე ჯამში 20 საათი ქონდა გატარებული კორტზე (სუფთა სათამაშო დრო), რამაც მის ასპარეზობას დიდი დაღი დაასვა. შეხვედრის სტარტზე ბოტიკი საკმაოდ ცუდად მოძრაობდა… Continue reading დანილ მედვედევი US OPEN-ის ნახევარფინალშია

US OPEN-ის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი

US OPEN-ის მეოთხე წრეში 18 წლის კარლოს ალკარასმა 5 სეტიან მატჩი 5:7 6:1 5:7 6:2 6:0 დაამარცხა გერმანელი პიტერ გოიოვჩიკი და დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. სამი ნათამაშები სეტის შემდეგ თითქოს პიტერი უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან და გამოცდილების ხარჯზე უნდა მოეპოვებინა მომდევნო ეტაპის საგზური, თუმცა მეოთხე და მეხუთე პარტიებში თინეიჯერმა ესპანელმა საუცხოო ჩოგბურთი ითამაშა… Continue reading US OPEN-ის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი

როჯერ ფედერერი: „დღეს ჩემი დღე არ იყო“

ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/8 ფინალში კანადელმა ფელიქს ოჟე ალიასიმმა სენსაციურად დაამარცხა როჯერ ფედერერი 4:6 6:3 6:2 და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. 21 წლის ოჟემ მიმდინარე სეზონში მეორედ მოუგო ტოპ 10-ის ჩოგბურთელს, კარიერულად კი მისი ბალანსი ასე გამოიყურება 4:15 (ტოპ 10-თან). ფედერერმა ჰალეში პირველად 2000 წელს ითამაშა და კარიერაში, ჯამში 10-ჯერ მოიგო გერმანიაში გამართული ბალახის… Continue reading როჯერ ფედერერი: „დღეს ჩემი დღე არ იყო“

მარინ ჩილიჩის მე-19 ტიტული

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა მარინ ჩილიჩმა შტუტგარტის ტურნირის ფინალში 7:6 6:3 დაამარცხა ფელიქს ოჟე ალიასიმი და კარიერაში მე-19 ტიტული მოიგო(მესამე ბალახის საფარზე). ამ გამარჯვების ფონზე ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის ტოპ 40-ში დაბრუნდა და ამჟამად მსოფლიოს 37-ე ჩოგანია. 20 წლის ოჯე ალიასიმისთვის ეს კარიერული მერვე ფინალი გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა კანადელმა ვერცერთ გადამწყვეტ მატჩში სეტის მოგებაც კი… Continue reading მარინ ჩილიჩის მე-19 ტიტული