ლუკაკუ

12 აგვისტოს რომელუ ლუკაკუმ ჩელსისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კვირაში 325 ათასგირვანქიანი ხელფასით. არისტოკრატებმა მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა (100 მილიონ 145 ათასი ევრო) გადაიხადეს, რაც ჩელსისთვის სატრანსფერო რეკორდია. ბელგიელ შემტევს ადრეც უთამაშია ჩელსიში. 2011-14 წლებში. მაგრამ გუნდში მაშინ დიდიე დროგბა,  ფერნანდო ტორესი, დანიელ სტარიჯი და სოლომონ კალუ თამაშობდნენ. ცხადია, ჭაბუკმა რომელუმ საკუთარი თავი ვერ იპოვნა.… Continue reading ლუკაკუ

ტორესი ატლეტიკოში დაბრუნდა

ფერნანდო ტორესი კვლავ ატლეტიკოსთვის გაირჯება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ესპანელმა როხიბლანკოს 19 წლამდელთა გუნდი ჩაიბარა. ტორესი ჭაბუკ მადრიდელებს 2021-22 წლების სეზონში უხელმძღვანელებს. ტორესმა კარიერა სწორედ ატლეტიკოში დაიწყო, სადაც 2003-07 წლებში გამოდიოდა. 19 წლის ასაკში იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. შემდეგ იყო ლივერპული, ჩელსი, მილანი, კვლავ ატლეტიკო და კარიერა ჩინურ სეგან ტოსუში 35 წლის ასაკში დაასრულა. ტორესს საკმაოდ… Continue reading ტორესი ატლეტიკოში დაბრუნდა