ჰოლანდი – ისტორიაში მესამე

ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მესამე ტურში, სიტიმ კოპენჰაგენი 5:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში, ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა, შესვენებაზე კი შეცვალეს. ნორვეგიელი ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისურ კლუბში, ჩემპიონთა ლიგაში, პირველ სამ ტურში გაიტანა. აქამდე, ეს შამახმა (არსენალი) და ფერნან ტორესმა (სიტი) გააკეთეს. საერთოდაც, “კიბორგს” 12 მატჩში 19 გოლი აქვს…

ბარსას ფერნანი ჯერ არ უყიდია…

ბარსელონა, ფერნან ტორესის შეძენისგან ჯერ ძალიან შორსაა. კატალონიური რადიოს ინფორმაციით, ბლაუგრანას ხელმძღვანელობამ მასში მხოლოდ 3 მილიონი გადაიხადა. კატალონიელებმა ფეხბურთელი ზამთარში იყიდეს, პირობები კი ასეთი იყო – 55 მილიონი + ბონუსი. 22 წლის ვინგერმა 1 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა, მონაწილეობა კი 7 შეხვედრაში მიიღო.  

ზამთრის ყველაზე ძვირი ტრანსფერები…

  ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ხმაურიანი ტრანსფერები არ შედგა, თუმცა ეს ლოგიკურიცაა – ვარსკვლავები, როგორც წესი, კლუბებს ზაფხულში ტოვებენ. ყველაზე ძვირად ვლაჰოვიჩი (ფიორენტინადან იუვეში) გაიყიდა – 81.6 მილიონ ევროდ. ეს ინფორმაცია ტრანსფერმარკეტზე დაყრდნობითაა. მაშ ასე, მივყვეთ 1) დუშან ვლახოვიჩი – ფიორენტინა -> იუვე – 81,6 მილიონი ევრო 2) ფერნან ტორესი – მან. სიტი -> ბარსელონა – 55… Continue reading ზამთრის ყველაზე ძვირი ტრანსფერები…

მნიშვნელოვანი ტრანსფერები – იანვარში ვინ სად წავიდა?

  იანვარში ბევრი საინტერესო ტრანსფერი შედგა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მხედველობის არედან გამოგრჩათ. მაშ ასე, დავიწყოთ კირან ტრიპიერი ატლეტიკო -> ნიუკასლი (14 მილიონი ევრო) ასეთი ძლიერი ფეხბურთელი (FIFA 22-ის მონაცემით) ნიუკასლს არ ჰყავს და 2008 წლის შემდეგ არ ჰყოლია. FIFA 22-ში ტრიპიერის უნარები 84-ით შეფასდა, 2008-ში კი ასე ოუენი ფასდებოდა… კრის ვუდი ბარნლი -> ნიუკასლი (30… Continue reading მნიშვნელოვანი ტრანსფერები – იანვარში ვინ სად წავიდა?

რატომ ვერ გაოფიციალურდა ტორესის ტრანსფერი? 

  ფერნან ტორესი ბარსელონაში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბები ფასზე შეთანხმდნენ, თუმცა ტრანსფერი ჯერაც არ დადასტურებულა. რატომ? როგორ გაირკვა, კატალონიურ გრანდს სიტიდან საჭირო დოკუმენტები ჯერ არ მიუღია და სანამ არ მიიღებეს, ეს გარიგება ოფიციალურად არ დადასტურდება. ჟურნალისტის, ხერარდ რომეროს ინფორმაციით, კლუბები ცდილობენ ლა ლიგის მიერ შემოღებულ “ფინანსური სამართლიანი თამაშის” წესებსაც მოერგონ. ტრანსფერის ფასი 55 მილიონი… Continue reading რატომ ვერ გაოფიციალურდა ტორესის ტრანსფერი? 

ენრიკე ფერნან ტორესზე: სიტყვებს უნდა დაუკვირდეს…

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ფერნან ტორესის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრების შემტევა პოლონეთთან მატჩამდე ლევანდოვსკიზე თქვა: “ის არ გვადარდებს. ჩვენი ცენტრალური მცველები მას უბრალოდ შეჭამენ” ესეც ენრიკეს პასუხი “ფერნან ტორესი ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და სასწავლი ბევრი აქვს, მაგალითად ის, რომ არ უნდა თქვა, ჩვენი მცველები ლევანდოვსკის შეჭამენო” მოგეხსენებათ, ესპანეთსა და პოლონეთს… Continue reading ენრიკე ფერნან ტორესზე: სიტყვებს უნდა დაუკვირდეს…