უნგრეთის ჩემპიონატში ფეჰერვარი, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, უიპეშტს შეხვდა, სადაც ქართველი ფორვარდი იჯარით თამაშობდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ბუდუმ ყოფილ თანაგუნდელს მაისურა გაუცვალა, რამაც მისი მოქმედი გუნდის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ზივზივაძე მეორე გუნდში გადაიყვანეს. ფეჰერვარი – უიპეშტის მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტს ზივზივაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ფეჰერვარის გულშემატკივრებს… Continue reading ზივზივაძის ბოდიში და განმარტება: ეს ჩემი მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ ყოფილა
Tag: ფეჰერვარი
ზედიზედ მეორედ – ზივზივაძემ გაბალას გაუტანა (ვიდეო)
კონფერნეს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფეჰერვარი განმეორებით მატჩში გაბალას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ეს ერთი გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა აზერბაიჯანელებს ზედიზედ მეორედ შეუგდო. გამომდინარე იქიდან, რომ წინა მატჩი უნგრელთა სასარგებლოდ 4:1 დასრულდა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ზივზივაძის გუნდი იასპარეზებს.
ზივზივაძემ გაბალას გაუტანა (ვიდეო)
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფეჰერვარმა, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, გაბალას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ბოლო გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა. ბუდუ სათადარიგოზე გახლდათ, თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და 90-ზე შეაგდო. ფეჰერვარმა გაბალა 4:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.