“ფილადელფიას” ცენტრმა – ჯოელ ემბიდმა MVP-ს რეიტინგში გადაასწრო “დენვერის” ლიდერ ნიკოლა იოკიჩს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 3 კვირა დარჩა. “ფილადელფიას” 6 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში კამერუნელი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 36.8 ქულას, 8.5 მოხსნას და 4.7 პასს ასრულებს. ჯოელის თამაშიდან სროლების რეალიზაციის პროცენტი 60-ს უტოლდება. თავისმხრივ, მცირე… Continue reading ჯოელ ემბიდი MVP-ს მთავარი ფავორიტია
Tag: ფილადელფია 76
დონჩიჩი-ირვინგის დუეტმა 82 ქულა ჩააგდო
უაღესად საინტერესო და დაძაბული მატჩი გამიმართა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. ადგილობრივი “მავერიქსი” დაუპირისპირდა “ფილადელფიას” და მძიმე ბრძოლაში 133:126 იმარჯვა. შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა “დალასის” უკანახაზელთა ვარსკვლავური დუეტის ბრწყინვალე ასპარეზობა. დონჩიჩი+ირვინგის ტანდემმა მეტოქეს 82 ქულა ჩაუგდო და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვებაში. “მავერიქსის” ფრენჩაიზ ისტორიაში პირველად “დალასის” ორმა კალათბურთელმა 40+ ქულით დაასრულა მატჩი. უკანასკნელი 30 წლის, ლიგის ისტორიაში… Continue reading დონჩიჩი-ირვინგის დუეტმა 82 ქულა ჩააგდო
ჯოელ ემბიდის 37 ქულა და გამარჯვება “ბრუკლინთან”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფილადელფია” ესტუმრა ვარსკვლავებისგან დაცლილ “ბრუკლინს” და მეტოქე 101:98 დაამარცხა. მატჩის გმირი “76-ერსის” ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 37 ქულა+13 მოხსნა. “ფილადელფიას” ლიდერმა თამაშიდან 18 ბურთი ესროლა, საიდანაც 12 ჩააგდო (2-დან 1 სამქულიანი, 13-დან 12 საჯარიმო). კამერუნელი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე გახლდათ 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3… Continue reading ჯოელ ემბიდის 37 ქულა და გამარჯვება “ბრუკლინთან”
უკანასკნელ 30 წამში “დაქაჩული” 9 ქულა
დაუჯერებელი ამბები მოხდა ფილადელფია – ლეიკერსის მატჩში. ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე 76-ერსი საკუთარ მოედანზე მშვიდად ამარცხებდა კალიფორნიულ გუნდს ანგარიშით 119-110. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც პატრიკ ბევერლი სამწამიან ზონაში შევიდა და საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა 112-119. “ფილადელფიამ” ტაიმაუტი აიღო, ტამაუტის დასრულების შემდეგ კი მათ ბურთის წესივრად შემოტანა ვერ შეძლო –… Continue reading უკანასკნელ 30 წამში “დაქაჩული” 9 ქულა
ჯოელ ემბიდის 59 ქულა “იუტა ჯაზთან”
სუპერ-ფორმაში იმყოფება ფილადელფიას ცენტრი – ჯოელ ემბიდი. გუშინ კამერუნელმა ცენტრმა ატლანტას 42 ქულა ჩაუგდო, დღეს გამთენიისას კი უკვე “იუტას” დაცვა გაანადგურა, დააგროვა რა 59 ქულა+11 მოხსნა+8 პასი+7 დაფარება. 76-ერსმა ემბიდის დახმარებით 105-98 დაამარცხა ჯაზი და მიმდინარე რეგულარულში მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა 7-7. NBA-ს ისტორიაში ემბიდი გახდა მეხუთე კალათბურთელი, რომელმაც 2 მატჩში 100-ზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო.… Continue reading ჯოელ ემბიდის 59 ქულა “იუტა ჯაზთან”
ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”
NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ კანდიდატად შერაცხულმა “ფილადელფიამ” სეზონის სტარტზე საშნელი შედეგები აჩვენა. დოკ რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ “ბოსტონთან” წააგო, შემდეგ “მილუოკისთან”, პიკი კი “სან ანტონიოსთან” განცდილი მარცხი იყო… “ინდიანასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ბოდიში მოიხადა ცუდი შედეგებისთვის და თქვა, რომ გუნდში ისეთი განწყობაა, თითქოს მოგება/წაგების ბალანსი 0-82-ზე გვქონდესო. “ფილამ” პირველივე მეოთხედში “დაბომბა”… Continue reading ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”
“ბოსტონმა” ფილადელფია” ბოლოს გატეხა
დღეს, გამთენიისას სტარტი აიღო NBA-ს 2022/23 წლების სეზონმა. გახსნით მატჩში “ბოსტონმა” უმასპინძლა “ფილადელფიას” და მეტოქე 126:117 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი “სელტიქსს” უკეთესი გამოუვიდა – მარკუს სმარტის და ჯეისონ ტეიტუმის ზუსტი სროლების ფონზე 9:2 გაიქცა, თუმცა “ფილადელფია” დროულად გამოფხიზლდა. ბრწყინვალედ ათამაშდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც პირველ პერიოდში 16 ქულა ჩააგდო და შორი დისტანციებიდან აიკლო მეტოქის კალათი. “ბაბუაწვერას” ბრწყინვალე… Continue reading “ბოსტონმა” ფილადელფია” ბოლოს გატეხა
NBA-ს ახალი სეზონი “ბოსტონი” – “ფილადელფიას”-ს მატჩით გაიხსნება
NBA-ს ახალი, 2022/23 წლების სეზონი “ბოსტონი” – “ფილადელფიას”-ს მატჩით გაიხსნება – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი შემს ჩარანია. ბოსტონი-ფილადელფიას საკალათბურთო დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულად მიიჩნეოდა და სწორედ ამიტომ ლიგის ხელმძღვანელებმა არჩევანი სწორედ ამ შეხვედრაზე გააკეთეს. ჯეისონ ტეიტუმის და ჯეილენ ბრაუნის “სელტიქსი” ჯოელ ემბიდის და ჯეიმს ჰარდენის “76-ერსის” წინააღმდეგ. გასულ სეზონში “ბოსტონმა” აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალში დამარცხდა,… Continue reading NBA-ს ახალი სეზონი “ბოსტონი” – “ფილადელფიას”-ს მატჩით გაიხსნება
პი ჯეი ტაკერი “ფილადელფიაში” გადავიდა
ფორვარდი პი ჯეი ტაკერი მომავალი სეზონიდან “ფილადელფიას” მაისურით ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა დერილ მორიმ. მორი და ტაკერი ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები არიან – რამდენიმე წლის წინ ისინი ერთად მუშაობდნენ “ჰიუსტონში”. “76-ერსს უკვე ისეთი შემადგენლობა ყავს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ტოლ-სწორად ბრძოლა. შევეცდები მაქსიმუმი გავაკეთო, რათა დავეხმარო გუნდს განვითარების ახალ დონეზე გასვლაში”… Continue reading პი ჯეი ტაკერი “ფილადელფიაში” გადავიდა
“მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა
“მაიამიმ” საპლეიოფო სერიის მეექვსე შეხვედრაში სტუმრად 99:90 დაამარცხა “ფილადელფია” და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე დომინირებდა “76-ერსის” კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელიც 3 წამიანი ზონიდან აწიოკებდა მეტოქის კალათს. ერთ მომენტში ჯოელი ცუდად შეეჯახა თანაგუნდელ დენი გრინს და სამწუხაროდ უკანახაზელს სერიოზული ტრავმა მიაყენა. “მაიამიმ” ნელ-ნელა გამოასწორა თამაშის ხარისხი და გუნდური ასპარეზობის ფონზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა,… Continue reading “მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა