სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…

უეფას ვერსიით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდო სეზონის ტოპ 15 ფეხბურთელში არ არიან. პირველი სამეული ცნობილია, იქ ორი მადრიდელი – ტიბო კურტუა და კარიმ ბენზემა – ხოლო ერთი მანჩესტერელი – კევინ დე ბრუინია. ერთერთი მათგანი, 25 აგვისტოს, უეფას საუკეთესო ფეხურთელის ჯილდოს მიიღებს. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი სია მეოთხედან მეთხუთმეტემდე ასე გამოიყურება 4) რობერტ ლევანდოვსკი… Continue reading სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…

ფილიპ კოსტიჩი გრანდში გადავიდა!

ფრანქფურტის აინტრახტის ლიდერმა – ფილიპ კოსტიჩმა გუნდი შეიცვალა!   სერბი  კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს. ტრანსფერი გერმანულმა გუნდმა დაადასტურა და რეალთან ევროპის სუპერ თასის შეხვედრაში, ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანა.   კოსტიჩი არწივებში 2018 წლიდან თამაშობდა, რა დროშიც, გასულ სეზონში, ევროპის ლიგა მოიგო…

გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!

ევროპა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრებში, როგორც ლაიფციგი, ასევე აინტრახტი, ბერგამოსა და ბარსელონაში მოუგებლად (1:1) გაემგზავრნენ. მეტოქის რანგისა და ანგარიშის გათვალისწინებით, ორივე გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფიქრს, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრობა  და მყარი ოპტიმიზმი სჭირდებოდა. ასეთ ადამიანებს, გილოცავთ! – ორივემ მოიგო და 1/2 ფინალში დამსახურებულად გავიდა.   ლაიფციგს რაც პირველ თამაშში აკლდა – აკურატულობა, ბერგამოში გამოასწორა.… Continue reading გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!