მუნდიალ-2026: ფორმატი, ადგილები, დრო…

დღეს ფიფას კონგრესი იმართება რუანდაში. შეთანხმდნენ და გადაწყვეტილია, თუ როგორი იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სისტემა. როგორც იცით, 48 გუნდი ითამაშებს, მასპინძელი კი სამი ქვეყანაა: აშშ, მექსიკა, კანადა. ზუსტად ჯერ უცნობია, თუ ივნისის რომელ რიცხვში დაიწყება მუნდიალი, მაგრამ ფინალის თარიღი გაირკვა – 19 ივლისი. სავარაუდოდ, დასაწყისი 10 ივნისი… გადაწყდა: 48 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდება. ორ-ორი… Continue reading მუნდიალ-2026: ფორმატი, ადგილები, დრო…

ნაპოლის პრეზიდენტი: ფიფა მილიარდებს იპარავს!..

CASTEL VOLTURNO, ITALY - 2013/06/21: The president of the Naples football team, Aurelio De Laurentiis, during a press conference. (Photo by Marco Cantile/LightRocket via Getty Images)

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფიფა კორუფციაში დაადანაშაულა. Corriere Dello Sport-ი წერს დე ლაურენტისის სიტყვებს: „რატომ უნდა იყოს კონტრაქტი ხუთწლიანი? რატომ არ შემიძლია რვაწლიანის გაფორმება? რამდენიმე წლის მერე ფეხბურთელი თუ აგენტს შეიცვლის, ხოლო ახალ აგენტს ჯერ არ უშოვნია ფული, ის პრეტენზიებს გამოთქვამს, მოთამაშის ხელფასი გაიზარდოსო. უყურეთ Netflix-ზე, რასაც აკეთებს ფიფა ბოლო წლებში? ფიფამ მილიარდები მოიპარა,… Continue reading ნაპოლის პრეზიდენტი: ფიფა მილიარდებს იპარავს!..

FiFa Fair Play 2022-ის გამარჯვებული ლუკა ლოჩოშვილი გახდა

Cremonese player Luka Lochoshvili during the match Roma v Cremonese at the Stadio Olimpico. Rome (Italy), August 22nd, 2022 (Photo by Massimo Insabato/Archivio Massimo Insabato/Mondadori Portfolio via Getty Images)

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი Fifa Fair Play 2022-ის გამარჯვებული გახდა. ლოჩოშვილი საუკეთესოდ ფიფას მიმდინარე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამოაცხადეს. View this post on Instagram A post shared by FIFA World Cup (@fifaworldcup) ლოჩოშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის რიგითი ტურის თამაშისას, სადაც მისი იმჟამინდელი გუნდი ვოლფსბერგერი ვენის აუსტრიას ხვდებოდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გადაარჩინა. მოთამაშემ გონება დაკარგა, რის შემდეგაც პირველადი… Continue reading FiFa Fair Play 2022-ის გამარჯვებული ლუკა ლოჩოშვილი გახდა

ყაზახები რუსებს არ ათამაშებენ

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია რუსეთის მოქალაქეებს პასპორტებს არ დაურიგებს და ამ ქვეყნის ფეხბურთელების შესაძლო ნატურალიზაციაზე არ ფიქრობს. „მიმაჩნია, რომ  ეროვნულ გუნდში საკუთარმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გარკვევით განმარტა, რომ პასპორტებს არავის გადასცემდნენ“, – თქვა ადიევმა. 1 თებერვალს ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ ხიმკის რუს ნახევარმცველ ალექსანდრ… Continue reading ყაზახები რუსებს არ ათამაშებენ

დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)

დიდი ამბებია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. პრეზიდენტი ნოელ ლე გრე რომ მოხსნეს, იცით… 81 წლის ლე გრემ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იტირა და დაიფიცა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. ლე გრე ზინედინ ზიდანზე დამცინავად საუბრის გამო გაათავისუფლეს. თქვა, ზიდანს ნაკრების მწვრთნელად არ განვიხილავ და რომც დამირეკოს, არ ვუპასუხებო. ლე გრეს ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას აქამდელი ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ დიალო… Continue reading დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)

ფეხბურთიდან მხოლოდ ფული…

ფიფას ყოფილმა თავკაცმა, 86 წლის ზეპ ბლატერმა გადაჭარბებული კომერციალიზაციისთვის გააკრიტიკა ჯანი ინფანტინო… „დღეს ფიფა ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება დიდი თანხა გამოწუროს ფეხბურთიდან. გამოწუროს, როგორც წვენი ლიმნიდან. მაგალითად, 48-გუნდიანი მუნდიალი. ან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, არადა ფიფას არანაირი საქმე არ აქვს საკლუბი ფეხბურთთან“ (Die Zeit) შეგახსენებთ, ფიფას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ როგორი იქნება ფორმატი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში.… Continue reading ფეხბურთიდან მხოლოდ ფული…

ჯანი და მანი… მუნდიალი 3 წელიწადში ერთხელ?

ჯანი ინფანტინოს სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ხშირად გაიმართოს: 3 წელიწადში ერთხელ. ადრე 2 წელიწადში ერთხელ ითქვა, პერსპექტივაში განიხილებოდა და ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი არსენ ვენგერიც ეთანხმებოდა… Daily Mail-ის ცნობით, ინფანტინომ თქვა, რომ ყატარში ჩატარებული მუნდიალით მოხიბლულია და ტურნირმა მოლოდინს გადააჭარბა. ფიფას პრეზიდენტს მოეწონა ზამთრის ვარიანტიც და ფინანსური სარგებელიც: ფიფამ 6,2 მილიარდი გირვანქა მიიღო,… Continue reading ჯანი და მანი… მუნდიალი 3 წელიწადში ერთხელ?

რამდენი მიიღეს ფრანგმა ფეხბურთელებმა ფიფასგან?

გასაჯაროვდა ინფორმაცია თუ რამდენი ევრო მიიღო საფრანგეთის ნაკრების ყოველმა მოთამაშემ ყატარის მუნდიალზე მონაწილეობისთვის. საფარანგთის ფეხბურთის ფედერაციას ფიფასგან 29 მილიონი ევრო ერგო. გამარჯვებულ არგენტინას – 41 მილიონი. ამ თანხის 30% ფედერაციამ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს  გადაუნაწილა. ასე რომ, თითოეულ მოთამაშეს დაახლოებით 288 ათასი ევრო ერგო. დანარჩენი 70% კი დაიტოვა. ეს თანხა ორგანიზაციის ფინანსირებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთის… Continue reading რამდენი მიიღეს ფრანგმა ფეხბურთელებმა ფიფასგან?

209 მილიონი… ყველაზე მეტი ვისია?

Soccer Football - Premier League - Burnley v Manchester City - Turf Moor, Burnley, Britain - April 2, 2022 Manchester City's Kevin De Bruyne celebrates scoring their first goal with Raheem Sterling, Phil Foden and Kyle Walker REUTERS/Craig Brough

ფიფა თანხას გაანაწილებს იმ კლუბებზე, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელები მიავლინეს. თანხა 209 მილიონი დოლარია. The Times-ის ცნობით, ყველაზე მეტს მანჩესტერ სიტი აიღებს – 5,6 მილიონ დოლარს. სიტის 16 ფეხბურთელი წავიდა მუნდიალზე. ბარსელონა 4,1 მილიონს მიიღებს, მანჩესტერ იუნაიტედი 3,62-ს. კლუბებს შორის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლებიც არიან. ერთი შემთხვევა გავიხსენოთ: ავსტრალიელმა მიჩელ დიუკმა ტუნისს გადამწყვეტი გოლი გაუტანა… Continue reading 209 მილიონი… ყველაზე მეტი ვისია?

ჯანი ინფანტინო: ევროპის მორალური შეშფოთება ფარისევლობაა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, ევროპული ქვეყნების შეშფოთებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას, მრავალი მუშა დაიღუპა და ევროპელებიც სწორედ ამის გამო გამოთქვამენ პროტესტს. “თუ ევროპელებს მართლა აინტერესებთ ემიგრანტი მუშების ბედი, მაშინ შეუქმნან მათთან მოხვედრის ლეგალური გზები, რათა მუშაობა შეძლონ და მიეცეთ იმედი.  ევროპის მორალური გაკვეთილი და შეშფოთება ფარისევლობაა. მაინტერესებს რატომ არავინ საუბრობს იმ პროგრესზე,… Continue reading ჯანი ინფანტინო: ევროპის მორალური შეშფოთება ფარისევლობაა