ტკივილი, შეცვლა… კვარაცხელია და ჯოვინო პირველ ტაიმში შეცვალეს…

ხვიჩა კვარაცხელია სიონი-დინამო ბათუმის დინამოს მატჩის დროს შეცვალეს. ასევე ჯოვინო ფლამარიონიც. ორივე მათგანს ფეხი სტკიოდა. 38-ე წუთზე ფლამარიონი თორნიკე გაფრინდაშვილმა  შეცვალა, ხოლო 42-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად გიორგი ფანცულაია შევიდა. ჯოვინოს დაზიანება შედარებით რთული ჩანდა, თუმცა ხვიჩაც ცოტა კოჭლობდა. კვარაცხელიას თამაშის დასაწყისში შეეჯახნენ, მერეც იყო მის მიმართ ჯარიმა, როცა ივან ფოცხვერიამ წააქცია და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

  ეროვნული ჩემპიონატის ერთერთმა ფავორიტმა, ბათუმის დინამომ წყალტუბოში სამგურალთან ითამაშა. ზღვისპირელთა თამაშს ევროპაშიც ბევრი ადამიანი უყურებს, რადგან თითქმის გადაწყვეილია, რომ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. კვარამ სამგურალთან ძირითადში დაიწყო. გოლი უკვე მეორე წუთზე გავიდა – ბათუმის დინამოდან თავი ფლამარიონმა გამოიჩინა, რომელიც ამ მომენტში (5 გოლით) ეროვნული ლიგის ბომბარდირიცაა. გუგა ფალავანდიშვილისთვის ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა – ნახევარმცველი… Continue reading ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა