საქართველო 4:2 ბელგია – უნდა მოგვეგო და მოვიგეთ…

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში, ბელგიის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ჩვენი ფეხბურთელები ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ელიტ რაუნდის ჯგუფში მოსახვედრად, ჩვენებს  გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. რაც შეეხება მეტოქეს – ბელგიამ ჩვენ ქვეჯგუფში პირველი ტურის შეხვედრა უკვე ჩაატარა და ავსტრიას 11:0 მოუგო. იოლი მატჩი არ გველოდა და ასეც გამოვიდა. პირველ ნახევარში, ორივე გუნდს ბევრი… Continue reading საქართველო 4:2 ბელგია – უნდა მოგვეგო და მოვიგეთ…

საამაყო გუნდი – საქართველო რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპირველობის 1/4 ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:3 წააგო. რუსეთი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, გუნდმა დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად მოიგო. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ჩვენებმაც მშვენივრად ითამაშეს, რუსეთს ტოლი არაფერში დაუდეს და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე მეორე გაგვიტანეს.… Continue reading საამაყო გუნდი – საქართველო რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა

მწარე მარცხი და მზადება პლეი-ოფისთვის

საქართველოს ფუტსალის ნარები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. ესპანელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, შეხვედრა მათ სასარგებლოდ 8:0 დასრულდა. ასეთი მწარე მარცხი ცხადია სამწუხაროა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, თანაც ავთანდილ ასათიანის გუნდს პლეი-ოფი უკვე განაღდებული აქვს. საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში რუსეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.… Continue reading მწარე მარცხი და მზადება პლეი-ოფისთვის

სასაცილოა… აქ გოლი არ გავიდა (+video)

აი, აქ გოლი არ გავიდა… ფოტოთი, რა თქმა უნდა, რთულია განსაზღვრა, მაგრამ დინამიკაში ჩანს, რა გოლი ვერ გააქვს უკრაინის ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელს. ეს ევროპის ჩემპიონატზე, სერბეთთან 5:0-ზე… იგორ კორსუნი უმეკარეო კარისკენ წავიდა, სერბი არავინ მოსდევდა. პირიქით, თავისიანი მიაცილებდა და ამ დროს გოლი მაინც ვერ შეაგდო. ხდება ხოლმე. მაინც არ გასჭირვებიათ უკრაინელებს, 6:1 მოიგეს.  

საქართველომ ევროპა მოგებით გახსნა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის შეგირდები ნიდერლანდებში მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში აზერბაიჯანს შეხვდნენ და 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ალესანდრომ, არჩილ სებისკვერაძემ და თალესიმ გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 2 გოლი სწორედ აზერბაიჯანელებმა გაიტანეს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა, ზოგ მომენტებში სჯობდა კიდეც. მეორე ნახევარი… Continue reading საქართველომ ევროპა მოგებით გახსნა