ქაჯაიას ვერცხლი… წაგება ლეგენდასთან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ფინალი წააგო… მეტოქე ცოცხალი ლეგენდა, კუბელი მუაინ ლოპეს ნუნიესი გახლდათ. წარმოიდგინეთ, კუბელმა მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიგო! ამით რუსი კარელინის რეკორდი მოხსნა (3 ოქრო).   ქაჯაიასთვის ვერცხლი მშვენიერი შედეგია და ვულოცავთ! ვაღიაროთ, რომ ლოპეს ნუნიესთან ვერაფერი გაახერხა, დიდი შანსი არც ჰქონია.   საქართველოსთვის ეს მეექვსე მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და… Continue reading ქაჯაიას ვერცხლი… წაგება ლეგენდასთან

მეექვსე მედალი! ქაჯაია ფინალშია…

კიდევ ერთი მედალი საქართველოს!.. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ფინალშია! დრამატული ბრძოლა კი იყო…   წყალტუბოელი ქაჯაია ორშაბათს, 2 აგვისტოს ფინალს იჭიდავებს. მეტოქე იქნება კუბელი ლოპეს ნუნიესი, რომელმაც ნახევარფინალში თურქ რიზა ქაიალპს მოუგო.   იმედია, ოქრო ქართველისა იქნება…