18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული

  18 აგვისტოა. არის დღეები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება: პირველი მატჩი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დინამოს სტადიონი, 50 000 მაყურებელი და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.. დინამო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს ხვდებოდა. რატომ 12:1 არა?! 2:1 დასრულდა, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არალოგიკური ანგარიში. 12:1, 13:1, 14:1 – სრულიად შესაძლებელი თამაშიდან გამომდინარე. ვისაც ახსოვს დაგვეთანხმება: დინამო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა… Continue reading 18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული

7 ქალაქში: ქინქლაძე, კანსელუ…

მანჩესტერ სიტის ახალი 7 ნომერი ჟოაო კანსელუა. პორტუგალიელი ფლანგელი შემტევი (ხან მცველი) პეპ გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრად თამაშობს და სწორედ მან გადაიბარა რაჰიმ სტერლინგის 7-ნომრიანი ფორმა. 90-იან წლების სიტის ყველაზე მაგარი 7 ნომერი, რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძე გახლდათ. ქინქლაძის გარდა, ქალაქელებში შვიდიანი ეცვათ პეტერ ბარნსს, დევიდ ვაითს, მაიკ სამერბის, სტივენ აირლენდს, რობი ფაულერს,… Continue reading 7 ქალაქში: ქინქლაძე, კანსელუ…

“ოჯახმა სამჯერ გამომიტირა და შვილიშვილს მეკარედ გავზრდი?..” (აკაკი დევაძის ინტერვიუ გულიდან)

    აკაკი დევაძე – ოთხმოცდაათიან წლებში ბევრი დამწყები მეკარის კერპი. საოცარი ნიჭით, ხაზზე მითუმეტეს ბრწყინვალე რეაქციებით. პირადად მისი მოგებული თამაშიც გვახსენდება, მაგალითად, ალბანეთში 1994 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ 1:0 გაიმარჯვა და მთელი ქვეყანა მოამზადა გერმანიასთან მატჩისთვის… დევაძე Leadersport-ის რესპონდენტია. თავიდან ჯანმრთელობაზე ვკითხეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმაშია. აკაკი სტაბილურადაა და ბოლო წლებში დინამოს აკადემიაში… Continue reading “ოჯახმა სამჯერ გამომიტირა და შვილიშვილს მეკარედ გავზრდი?..” (აკაკი დევაძის ინტერვიუ გულიდან)

ქინქლაძის ორი გოლი დერბიში; ცნობილიც და მივიწყებულიც (+video)

გიორგი ქინქლაძის პრემიერლიგურ ამბებს მანჩესტერ სიტის უფრო ვუკავშირებთ ხოლმე, მაგრამ დერბი ქაუნთიშიც ჩაატარა კარგი მატჩები… ახლა მივიწყებულ გოლზე, რომელიც უიმბლდონს გაუტანა. დერბიმ 4:0 მოიგო და სწორედ ქინქლაძემ გახსნა ანგარიში. ეს 65-ე წუთზე მოხდა… მერე კი ქართველმა დრიბლინგის დროს ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა. ეს იყო პრემიერლიგის შეხვედრა (2000 წლის სექტემბერში). უიმბლდონი ახლაა ჩაკარგული, თორემ 90-იანებში… Continue reading ქინქლაძის ორი გოლი დერბიში; ცნობილიც და მივიწყებულიც (+video)

ქინქლაძის პასი – ლიტმანენის გოლი [ვიდეო]

  1998/99 წლებში აიაქსს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა, იქ კი ქართველებიც თამაშობდნენ. თავად განსაჯეთ: ვან დერ სარი, დე ბურები, ლიტმანენი… ჩვენები, შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე. იუთუბზე არსებობს გვერდი, რომელიც აიაქსის შეხვედრების არქივს ინახავს. მატჩის წინა მომზადება, თამაშები, გოლები. გრაასხაპთან ქინქსის საგოლე პასი, ლიტმანენის გოლი და ცაში აპყრობილი ხელებიცაა. აიაქსი მთელი თამაში უტევდა, უამრავი მომენტი შექმნა,… Continue reading ქინქლაძის პასი – ლიტმანენის გოლი [ვიდეო]

ბერნარდოს სიგიჟე! Inews-მა ამ მომენტზე ქინქლაძე გაიხსენა (Video)

ბერნარდო სილვა ბრწყინავდა ლივერპულთან. მანჩესტერ სიტის პორტუგალიელმა ისეთი ამბები ჩაატარა, დღევანდელ ფეხბურთში ცოტა იშვიათობა რომ გახდა: ისე იოლად ატყუებდა მეტოქეებს, გეგონება წინ სკოლის ბიჭები უდგანანო. ერთ-ერთი მომენტი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ნახევარი ლივერპული მოატყუა და მაგარი პასი გაუკეთა ფილ ფოდენს, რომელმაც ვერ გაიტანა… ბრიტანულმა Inews–მა კი დაწერა: „ბერნარდო სილვამ გიოქრგი ქინქლაძის სტილში ლამაზი სლალომი შემოგვთავაზა“… Continue reading ბერნარდოს სიგიჟე! Inews-მა ამ მომენტზე ქინქლაძე გაიხსენა (Video)