მიმიფურთხებია…

მანჩესტერ იუნაიტედისა და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ერიკ კანტონა არასოდეს გამოირჩეოდა თავდაჭერილობით. მის „საგმირო“ საქმეებზე ხომ ტომები დაიწერება. არადა, ხშირ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს. თანაც ძალიან ქარიზმატული ადამიანია. აი, ახლაც, ბრიტანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წლეულს ნოემბერში უნდა გაიმართოს, არცერთ მატჩს უყურებს… რადგან იქ ნიადაგ ირღვევა ადამიანის უფლებები, სტადიონების მშენებლობისას ათასობით მუშა დაიღუპა,… Continue reading მიმიფურთხებია…

150 მილიონი ბექემს

დევიდ ბექემი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სახე გახდება და ამაში 150 მილიონ გირვანქას მიიღებს. თუმცა, ეს თანხა არა მხოლოდ მონდიალს, არამედ ათი წლის განმავლობაში ყატარული ტურიზმისა და კულტურის რეკლამირებასაც გულისხმობს. ამ სიახლემ გარკვეულ წრეებში კრიტიკის ტალღა გამოიწვია. იმიტომ, რომ ყატარს მაინცდამაინც კარგი სახელი არ აქვს ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით გეებისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.… Continue reading 150 მილიონი ბექემს

გერმანია ყატარში პირველია

რამდენიმე ტურის წინ გერმანია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში სომხეთს ჩამორჩებოდა, წუხელ კი ევროპის ზონიდან პირველმა მოიპოვა ყატარის მონდიალის საგზური. გერმანიამ გუშინ ჩრდილოეთ მაკედონიაში მასპინძლებს 4:0 გადაუარა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი შეიქნა. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ ბუნდესმანშაფტმა 7 მოგების და ერთი წაგების შედეგად 21 ქულა მოიპოვა და თავი ქუდში აქვს. ის ერთადერთი, მოულოდნელი წაგება გერმანელებმა… Continue reading გერმანია ყატარში პირველია