ფული სენეგალს არ ანათებს

სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნები: მდიდარი ყატარი და ღარიბი სენეგალი… მაგრამ კიდევ კარგი, ფეხბურთში ასეთი ამბები მინდორზე არ ისახება. ფული სენეგალს არ ანათებს. სენეგალმა ყატარი თან დაინდო, თან არ დაინდო… 3:1 მოუგო, თუმცა აფრიკული არხეინობა რომ არ გამოეჩინა და არ მოშვებულიყო, უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა გაემარჯვა. ასე კი, ვინ იცის, ბურთების შეფარდებაც დასჭირდეს ბოლო ტურში.… Continue reading ფული სენეგალს არ ანათებს

დაიწყო… მაგრამ ვარჯიშით დაიწყო

ეკვადორის ნაკრები 16 ნოემბერს ჩაფრინდა ყატარში, ოთხი დღე ივარჯიშა და აი მეხუთე დღეც მიაყოლა… 0:2 კიდევ არ ასახავს თამაშში სხვაობას, უფრო აშკარა იყო სამხრეთამერიკელების უპირატესობა. ან რა ტაქტიკაზე შეიძლება აქ საუბარი, როცა ყატარელებს სამი პასი არ გადაუბიათ ერთმანეთზე. მხოლოდ ორჯერ დაარტყეს კარისკენ და ისიც, ეკვადორის მეკარე არათუ არ გადამხტარა, საერთოდ ბურთზე თვალის გაყოლებაც დაეზარებოდა. ასე… Continue reading დაიწყო… მაგრამ ვარჯიშით დაიწყო

ეს ყატარია: 10 დოლარი, ჭამე, იცხოვრე და მოდი სტადიონზე

მორიგი უცნაურობა ყატარში… ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მუნდიალისადმი ინტერესი არასაკმარისია, ბილეთები ცოტა გაიყიდა და ყატარის მთავრობამ პაკისტანელები დაიქირავა, რათა თამაშებს დაესწრონ. ანუ, ყატარშიც არიან ფეხბურთის ფანები, მაგრამ არასაკმარისია მათი რაოდენობა და ადგილობრივი მთავრობა შიშობს, ტრიბუნებზე დიდი სიცარიელეები არ იყოს. ღარიბ პაკისტანელებს დღეში 10 დოლარს მისცემენ, უფასო საცხოვრებელიც ექნებათ, დღეში სამჯერადი კვებაც და პლუს, თამაშებზე დაურიგებენ იმ… Continue reading ეს ყატარია: 10 დოლარი, ჭამე, იცხოვრე და მოდი სტადიონზე

14 დღე… სადაა მოლოდინი?

ხალხი იმ დროს შვებულების აღებაზე ერთმანეთს ასწრებდა; ახალ ტელევიზორს ყიდულობდა; წინასწარ გეგმავდა, რომელ დღეს სად ენახათ თამაშები. დრო შეიცვალა, ახლა წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, ცხოვრებაა სხვანაირი… მაგრამ მარტო ეს არაა მიზეზი. 14 დღე, 2 კვირა – მსოფლიო ჩემპიონატი სადაცაა დაიწყება და გრძნობთ მოლოდინს? ჯერ ისევ საკლუბო ფეხბურთს მიაქვს ყველაფერი, ნიუკასლს პულიშიჩი სურს, ასენსიო ახალ კონტრაქტთან ახლოსაა…… Continue reading 14 დღე… სადაა მოლოდინი?

ინგლისელების სამსოფლიოჩემპიონატო

სოციალურ ქსელებში ინგლისის ნაკრების ახალი სათამაშო ეკიპირების ფოტოებმა გაჟონა. ფორმა 90-იანი წლების სულითაა ინსპირირებული და ფერებიც ტრადიციულია. საშინაო მაისურები თეთრია და ლურჯ-ცისფერი ტონები ერთვის. საგარეო კი – წითელი, თეთრი საყელოთი. მწარმოებელიც კვლავ ამერიკული ფირმა ნაიკია. სწორედ ასეთი ფორმით ითამაშებს გარეთ საუთგეიტის გუნდი ყატარის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ფანები ყატარის უდაბნოში, კარვებში… (მსოფლიო-2022 და თავსატეხი)

ყატარში ისევ პრობლემებია მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით… უსიამოვნო სიურპრიზი და თავის ტკივილი ფანებისთვის: არაა საკმარისი რაოდენობის სასტუმროები, ან საიდან იქნება, როცა ყატარი პატარა ქვეყანაა. სუპერ-ქვეყანაა სიმდიდრით, პერსპექტივით, სილამაზით, მაგრამ ფაქტია – პატარაა. ყატარის ტურისული ოფისის ცნობით, 30 000 სასტუმროს ნომერია თავისუფალი. ეს კი ცოტაა. დასაძინებელი ოთახები ფიზიკურად არაა. ნიდერლანდური Telegraaf-ი ავრცელებს ამ ინფორმაციებს. ყატარის მთავრობას ორიგინალური… Continue reading ფანები ყატარის უდაბნოში, კარვებში… (მსოფლიო-2022 და თავსატეხი)

ყატარი-2022… წილისყრის შედეგები. შეაფასეთ ჯგუფები!

წილი ნაყარია. ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. კაფუ, დიდიე დეშამი, ლოთარ მათეუსი, ალი დაეი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ტიმ კეჰილი და სხვები იღებდნენ ბურთულებს… A – ყატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები B – ინგლისი, ირანი, აშშ, (უკრაინა, უელსი, ან შოტლანდია) C – არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი D – საფრანგეთი, (პერუ ან ავსტრალია), დანია, ტუნისი E… Continue reading ყატარი-2022… წილისყრის შედეგები. შეაფასეთ ჯგუფები!

“პარიზი არასოდეს არ იქნება ყატარული”

პსჟ-ის ფანები ბორდოსთან მატჩის დროს უსტვენდნენ და აგინებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელ ნეიმარს. როგორც კი ნეიმარი ბურთს მიიღებდა, იწყებოდა სტვენა-გინება… 3:0 დასრულდა. ბრაზილიელმა გოლი გაიტანა, მაგრამ ისიც სტვენით „მიულოცეს“. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რეალთან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ გამოიწვია. ფანები კილიან მბაოეს გარდა თითქმის ყველა ფეხბურთელს მტრულად დახვდნენ. ბევრი იყო კლუბის ყატარელი მფლობელის ნასერ… Continue reading “პარიზი არასოდეს არ იქნება ყატარული”

სტადიონი ყატარში… ასეთი მსოფლიოში ერთადერთია

ყატარში კიდევ ერთი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონატი სულ 8 სტადიონზე გაიმართება და აქედან 7 უკვე მზადაა. აი, ეს მეშვიდე უნიკალურია: ქალაქ ალ-ხორის „ალ ბეიტი“. რითია გამორჩეული? მსოფლიოში ერთადერთი სტადიონია, რომელსაც აქვს გადაჭიმული სახურავი… „ალ ბეიტი“ 60 000 მაყურებელს იტევს. სხვა სტადიების გარდა, აქ ერთი ნახევარფინალიც ჩატარდება. მეტიც, აქ იქნება გახსნის მატჩი 21 ნოემბერს… ნასერ ალ-ჰაჯრი… Continue reading სტადიონი ყატარში… ასეთი მსოფლიოში ერთადერთია