ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

დიდი ამბებია: საქართველოს ეროვნული ლიგა 2-დან ორი გუნდი მოხსნეს – ზუგდიდის დინამო და თბილისის შევარდენი 1906… მიზეზი: თაღლითური ფსონები. 2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის… Continue reading ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

მომენტი-დრამა საქართველოს ლიგა 2-ში (+video)

ეს მომენტი საქართველოს ეროვნული ლიგა2-ის მატჩში მოხდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე… ორგზის ჩემპიონმა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად 2:1 მოუგო შევარდენს. ეს თითქმის ბოლო შეტევა იყო და გოლი რომ გასულიყო, ფრედ დასრულდებოდა. ბურთი ორჯერ მოხვდა ვიტ ჯორჯიას კარის ძელს, მერე დამატებაზე ნიკა ქორიძის დარტყმული ნიკა ჭავჭანიძემ გამოიტანა და ბოლოს ბურთი მეკარე გურამ ჩიკაშუამ აიღო.