იბრა: ღმერთი ვარ! არაფერი არ შეცვლილა…

  ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინდორზე ბრუნდება. 9 თვეა, რაც არ უთამაშია, ზედიზედ მიიღო ტრავმები… იტალიაში დაწერეს, რომ ზაფხულში ზლატანი კარიერას დაასრულებს, მაგრამ თავად ამის შესახებ არ ამბობს. იბრა 41 წლისაა. მას ჰკითხეს – ისევ ღმერთად მიიჩნევს თავს? იბრას პასუხი:  – რა თქმა უნდა. არაფერი არ შეცვლილა. შვედმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდზე: „მილანის ფეხბურთელი ვარ და მწვერვალზე… Continue reading იბრა: ღმერთი ვარ! არაფერი არ შეცვლილა…

აი, ამბავი… ფეხბურთელი თავის ქორწილში ვერ წავიდა და ძმა გააგზავნა (+ფოტო)

საინტერესო ამბავი გადახდა სიერალეონელ ფორვარდ ბუია ტურეის. იძულებული გახდა, თავისი ქორწილი გაეცდინა იმის გამო, რომ შვედეთში  ჩასულიყო მალმიოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად. ტურეიმ მოჰყვა, რომ საქორწილო ცერემონიალზე ძმა გააგზავნა. დიახ, ქორწილი შედგა სიერა ლეონეში, მაგრამ მის როლს ძმა ასრულებდა… სხვანაირად არ გამოდიოდა: მალმიომ ტურეის დათქმულზე ერთი დღით ადრე სთხოვა ჩასვლა. „მეუღლის რანგში ჩემი გოგონა ჯერ არ მინახავს.… Continue reading აი, ამბავი… ფეხბურთელი თავის ქორწილში ვერ წავიდა და ძმა გააგზავნა (+ფოტო)

ზლატანი: პენალტი რომ არ დანიშნულიყო…

  შვედეთის ნაკრების ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ნაკრებიდან არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლისაა და შემდეგი დიდი ტურნირი 2024 წლამდე არ მოუწევს. მოგეხსენებათ, შვედეთი პოლონეთთან დამარცხდა (0:2) და 2022 წლის მსოფლიოზე ვერ ითამაშებს „სარგებლობის მოტანა მარცხსაც შეუძლია. ეს ახალი გუნდია, რომელმაც განვითარება უნდა გააგრძელოს. მახარებს, რომ პროექტის ნაწილი ვარ. ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი… Continue reading ზლატანი: პენალტი რომ არ დანიშნულიყო…

შვედეთი 1:0 ჩეხეთი [ვიდეო]

შვედეთისა და ჩეხეთის ნახევარფინალური შეხვედრაში ის მივიღეთ, რასაც ველოდით – დაძაბულობა.   უგოლო ფრისა და მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაშის შემდეგ, მატჩი დამატებით დრომდე მივიდა. ჩეხებს ეტყობოდათ, რომ უკვე პენალტებზე ფიქრობდნენ, როდესაც, ცვლილებაზე შემოსულმა, რობინ კვეისენმა გამარჯვების გოლი გაიტანა.   ერთა ლიგის ფინალში, შვედები პოლონეთს შეხვედებიან, ვარშავაში…  

350 კილომეტრი უკრაინიდან… საშიშია

შვედეთში არ სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი გადამწყვეტი მატჩი პოლონეთის ქალაქ ხოჟუვში გაიმართოს. არადა, ასე გამოდის. პოლონეთი პირდაპირ გასულია ფლეი-ოფში, რადგან ფიფამ რუსეთი დასაჯა… და დაელოდება შვედეთი-ჩეხეთის შორის მოგებულს. შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ხოჟუვი სულაც არაა უსაფრთხო ადგილი – უკრაინასთან ახლოსაა, იქ კი საშინელება ხდება. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 350 კილომეტრში. „განვიხილეთ ვარიანტი, რომ მატჩის… Continue reading 350 კილომეტრი უკრაინიდან… საშიშია

როცა ერთმანეთს ვაკოცეთ…

ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს – მისი ცოლიო, ტყუილი ნათქვამი როდია… აი, მაგალითად, ლონდონის ჩელსის ქალ ფეხბურთელებს, მაგდა ერიკსონსა და პერნულე ჰარდერს ერთმანეთი უყვართ და ვალენტინობის დღეც ერთად გაატარეს. ერთი შვედია, მეორე – დანიელი. „როცა ერთმანეთს ვაკოცეთ და ის ფოტო ინსტაგრამში დავდეთ, უმალ 20 ათასი გამომწერი მოგვემატა. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ მერე კომენტარებიდან… Continue reading როცა ერთმანეთს ვაკოცეთ…

ზლატანს ცუდი ფეხი შემოაქვს?

ზლატან იბრაჰიმოვიჩის უცნაური სტატისტიკა. რიცხვები: მილანი გაცილებით შედეგიანია, როცა იბრა მოედანზე არაა. ორჯერ მეტი ქულა აქვს აღებული იმ შეხვედრებში, როცა ზლატანი არ თამაშობს… 42 ქულა აიღო სერია ა-ში და აქედან 31 შვედის გარეშე: 13 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება!  ხოლო როცა ზლატანი მოედანზეა, მილანის შედეგი დიდი არაფერია: 3 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება. რა… Continue reading ზლატანს ცუდი ფეხი შემოაქვს?

ვაიმეეე… (video)

ულრიკ ტიდესტრომი – შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში … ბუნებრივია, სხვა სტუმრებთან ერთად საქართველო-შვედეთის შესარჩევ მატჩზე ისიც მიწვეული იყო, თუმც როგორი განწყობითაც დატოვა სტადიონი იოლი მისხვედრია … ნამატჩევს ულრიკ ტიდესტრომი სოცქსელში ეს სიმწარენარევი ვიდეო ატვირთა … ვაიმე, ვაიმეეე 😉 გილოცავთ გამარჯვებას! Congratulations Georgia on tonight’s football win in Batumi! You might guess who I… Continue reading ვაიმეეე… (video)

განწყობა, ტაქტიკა… ეს ნამდვილად ის ნაკრებია?

2:0 შვედეთთან: ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ემილ ფორსბერგი და ახალგაზრდა ალექსანდრ ისაკი, რომლის დიდი დამსახურებით სოსიედადი ლა ლიგას… ლიდერობს. ეს სამეული გამოვარჩიეთ, თორემ სხვა მაგარი ფეხბურთელებიც ჰყავთ. ანუ, საქართველოს ნაკრებს თამაში შესძლებია. ესაა ფაქტი და ახლა საინტერესოა, რა უშლის ხელს, რომ სატურნირო თვალსაზრისით პრინციპულ შეხვედრებშიც გამოაჩინოს ძალა? პირველად არ… Continue reading განწყობა, ტაქტიკა… ეს ნამდვილად ის ნაკრებია?