გოლი ლამის ალპებიდან… (+video)

ნახეთ რა გოლი გაიტანა რონი როდლენმა. ამ ფეხბურთელის სახელ-გვარი ბევრ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გოლი ბრწყინვალე იყო. 32 წლის ფრანგი როდლენი შვეიცარიის სერვეტში თამაშობს და სენტ-გალენს გაუტანა ჩემპიონატის პირველ ტურში… თან, როდლენის ეს ლამის ალპებიდან დარტყმული მომგებიანი გამოდგა.  1:0… 𝗠𝗲𝘀𝗱𝗮𝗺𝗲𝘀 𝗲𝘁 𝗠𝗲𝘀𝘀𝗶𝗲𝘂𝗿𝘀, 𝗹𝗲 𝗯𝘂𝘁 𝗱𝗲 𝗹’𝗮𝗻𝗻𝗲́𝗲 𝘃𝗼𝘂𝘀 𝗲𝘀𝘁 𝗼𝗳𝗳𝗲𝗿𝘁 𝗽𝗮𝗿 𝑹𝒐𝒏𝒏𝒚 𝑹𝒐𝒅𝒆𝒍𝒊𝒏 On ne s’en remet… Continue reading გოლი ლამის ალპებიდან… (+video)

ჰიტცფელდის სტადიონი. უყურე, ისიამოვნე…

ოტმარ ჰიტცფელდზე დავწერთ. მწვრთნელი, რომელმაც ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო ჩემპიონთა ლიგა: დორტმუნდით (1997) და ბაიერნით (2001). ლეგენდარული მწვრთნელი ახლა 72 წლისაა და პენსიაზე გახლავთ. ჰიტცფელდმა ბაიერნის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დაიცვა, ასეთი კრიტიკა ზედმეტიაო. „უადგილო კრიტიკაა. ყველა მატჩის მოგება წარმოუდგენელია. ნაგელსმანმა დიდი სამუშაო შეასრულა. მას აქვს ხასიათი და საერთოდ, ის უხდება ბაიერნს“ (Sport1) ეს კი შვეიცარიაა,… Continue reading ჰიტცფელდის სტადიონი. უყურე, ისიამოვნე…

როგორ დასცინეს იტალიას…

შაბათს უემბლიზე ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში შვეიცარიისას 2:1 მოუგო. ერთ-ერთმა შვეიცარიელმა გულშემატკივარმა ტრიბუნაზე სახალისო ბანერი გამოფინა, რომლითაც იტალიის ნაკრებს დასცინა. მოგეხსენებათ, როცა გუგლის საძიებო სისტემში ისეთ სიტყვას ჩავწერთ, რომელიც არ იძებნება, ქვემოთ რაიმე მიმსგავსებული სიტყვა დაიწერება და გვეკითხება, ამას ხომ არ გულისხმობთო. ბანერზე საძიებო სისტემაში ჩაწერილია: იტალია ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არ იძებნება და… Continue reading როგორ დასცინეს იტალიას…

აი, საჩუქარი… შოკოლადი 0:0-ისთვის (+video)

შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა მურატ იაკინმა სიტყვა შეასრულა და ჩრდილოეთ ირლანდიაში 9,3 კილოგრამი შოკოლადი გააგზავნა. ეს მადლობის ნიშნად.   როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფის ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიამ შინ იტალიასთან 0:0 ითამაშა და შვეიცარიას დაეხმარა, იაკინის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა, სკაუდრა აძურას კი ორი ფლეი-ოფი მოუწევს ყატარის საგზურის მოსაპოვებლად.   იაკინმა მატჩამდე თქვა, რომ თუ… Continue reading აი, საჩუქარი… შოკოლადი 0:0-ისთვის (+video)

ესპანეთმა შვეიცარია პენალტებში დაამარცხა! [ვიდეო]

პეტერბურგში თრილერი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა – გოლები ორივე მხარეს, გაძევება… შვეიცარიამ, როგორც საფრანგეთს, ესპანეთსაც არაფერი დაუთმო. პირინეის ნახევარკუნძულელებმა პირველი გოლი მცველზე ასხლეტილი ბურთით გაიტანეს, შემდეგ შვეიცარიელებს ემბოლო დაშავდა, ბოლოს შაქირი, თუმცა ამ ნაკრებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დათმო და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.   თუ შვეიცარიელები ფრანგებთან პენალტებს ზუსტად ასრულებდნენ, ესპანელებთან მიყოლებით სამი გააფუჭეს, რის… Continue reading ესპანეთმა შვეიცარია პენალტებში დაამარცხა! [ვიდეო]

პოგბა: ხანდახან ფეხბურთი სასტიკია და ეს მშვენიერია…

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ შვეიცარიასთან მარცხზე (3:3; პენ: 4:5) კომენტარი გააკეთა “ხანდახან ფეხბურთი სასტიკია.  სასტიკი და მშვენიერი. ამ მარცხმა ჩვენ ტკივილი, მოწინააღმდეგეს კი სიხარული აჩუქა. ფეხბურთის მშვენიერება ესაა. რა თქმა უნდა, მოგება ყველას გვინდოდა. გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა წერტილში გვყავს. მადლობა ამისთვის. მშვენიერია რომ გხედავთ და თქვენი გვესმის. ქომაგები იმედითა და სიხარულით გვავსებენ. თავს ხელში… Continue reading პოგბა: ხანდახან ფეხბურთი სასტიკია და ეს მშვენიერია…

შვეიცარიის მწვრთნელის ღია წერილი ფანებს – იტალიასთან მარცხის შემდეგ…

ფეხბურთის გულშემატკივრებს, შვეიცარიის ნაკრებმა ჯადოსნური საღამო გვაჩუქა. ფრანგები ევრო2020-ის მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ, 3:1-ს იგებდნენ, თუმცა პეტკოვიჩის შეგირდებმა გათანაბრება და, შემდეგ, პენალტებში გამარჯვება მოახერხეს. ჯგუფურ ეტაპზე მათთვის ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობდა – უელსთან ფრის (1:1) და იტალიასთან განადგურების (0:3) შემდეგ, პეტკოვიჩს ფანებისთვის წერილის დაწერა დასჭირდა “[იტალიასთან მატჩში] გვინდოდა თქვენთვის ჯადოსნური ღამე გვეჩუქებინა, რათა შვეიცარიით გეამაყათ. გვინდოდა,… Continue reading შვეიცარიის მწვრთნელის ღია წერილი ფანებს – იტალიასთან მარცხის შემდეგ…