მარტის ბაშო იწყება – რა არის ახალი?

  კვირას, 13 მარტს, სტარტს ჰარუ (მარტის) ბაშო აიღებს. ბანძუკეში (სუმოტორთა რეიტინგ სია) სიახლეები გვაქვს, საუბარი კი ტოჩნოშინის მდგომარეობით დავიწყოთ – ქართველი რიკიში დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა (სულ 17-ია). პირველ დღეს, ლევანის მეტოქე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა აკუა იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში ორჯერ შეხვდა და თანაბარი ბალანსი დაუგროვდათ – 1:1. ასევე, ტოჩინოშინის მეორე დღის მეტოქეც ცნობილია –… Continue reading მარტის ბაშო იწყება – რა არის ახალი?

ბოლო ბაშო – 14:0 – გასაუბრება ღმერთთან! [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ჰაკუჰომ შოუ შემოგვთავაზა! ტერუნოფუჯის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ასევე მე-14 გამარჯვება დააფიქსირა, ჰაკუჰომ მას შეტყობინება გაუგზავნა, აგრძნობინა ხვალ დოჰიოზე ვის წინააღმდეგ დადგება. მართალია ფენიქსისთვის ბოლო ბაშოა, ასაკშია და ახალახანს ოპერაციაც გადაიტანა, თუმცა ის ამ სპორტში ყველა დროის საუკეთესოა! ამ ამბავს ოძეკი შოდაის თავმოყვარეობა შეეწირა…   ჰაკუჰო – შოდაი ტერუნოფუჯი – ტაკაიასუ

13:0 – “თეთრი ფენიქსი” შეუჩერებელია! [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, ჰაკუჰომ მე-13 გამარჯვება მოიპოვა! მისი მეტოქე სეკივაკე ტაკაიასუ იყო, ყველა დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, თუმცა ფენიქსმა, იშვიათი კიმარიტეთი (ილეთით) – ტოტარით (ხელზე დაქაჩვით) მეტოქე დოჰიოს დაანარცხა!   მას თანამემამულე ტერუნოფუჯი ფეხდაფეხ მისდევს, რომელმაც ოძეკი შოდაი დაამარცხა და, ასევე, მე-13 გამარჯვება გაიფორმა   ჰაკუჰო – ტაკაიასუ     ტერუნოფუჯი – შოდაი