არველაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

SWANSEA, WALES - SEPTEMBER 17: Hull City manager Shota Arveladze stands on the touch line prior to the Sky Bet Championship match between Swansea City and Hull City at the Swansea.com Stadium on September 17, 2022 in Swansea, Wales. (Photo by Athena Pictures/Getty Images)

შოთა არველაძე მარტში აირბოქსზე კიდევ ერთხელ ითამაშებს. რეინჯერსის ყოფილი თავდამსხმელი ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებში რობინ ბან პერსი, პოლ სქოულზი, მიკაელ ესიენი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები ითამაშებენ. “მიხარია, რომ მარტში რეინჯერსის მაისურს კიდევ ერთხელ მოვირგებ, ლეგენდების მატჩში. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მეგობრებთან და ძველ… Continue reading არველაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

16 წელი არველაძის შედევრიდან – სუპერგოლი და გაოგნებული ვან გაალი (ვიდეო)

ზუსტად 16 წლის წინ, 2007 წლის 27 იანვარს შოთა არველაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. აზ ალკმაარი, რომლის ღირსებასაც იმ დროს ქართველი ფორვარდი იცავდა, როტერდამის სპარტას ხვდებოდა და შოთამ თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა. არველაძე ალკმაარში 2005-07 წლებში თამაშობდა. ნიდერლანდელთა მაისურით მან 85 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შოთა… Continue reading 16 წელი არველაძის შედევრიდან – სუპერგოლი და გაოგნებული ვან გაალი (ვიდეო)

შოთის ბედობა – როგორ გაატარა არველაძემ დღესასწაული? (ვიდეო)

დღეს 2 იანვარია, ბედობა. ლეგანდარულ ქართველ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია აქვს. მან მოყვა თუ როგორ გაატარა ერთ-ერთი ბედობა რეინჯერსის სავარჯიშო მოედანზე და როგორ გაიტანა გოლები ცარიელ კარში, რაც დაებედა და იმ წელს 25 ბურთი შეაგდო. ესეც შოთას ისტორია.

სტოიჩკოვის რეაქცია როცა არველაძემ ქინქლაძე გაახსენა (ვიდეო)

შოთა არველაძის ფეისბუქ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ვიდეო გავრცელდა, სადაც გიორგი ქინქლაძე, ხრისტო სტოიჩკოვი და თავად არველაძე არიან. ვიდეოში ჩანს, რომ არველაძემ სტოიჩკოვს გიორგი ქინქლაძე გაახსენა. როცა სტოიჩკოვმა საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი გაიხსენა, ქართველ ფეხბურთელს ჩაეხუტა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე და ხრისტო სტოიჩკოვი მინდორზე ერთმანეთს ბულგარეთი 2:1 საქართველოს მატჩში შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები სწორედ შოთა არველაძემ,… Continue reading სტოიჩკოვის რეაქცია როცა არველაძემ ქინქლაძე გაახსენა (ვიდეო)

შოთა არველაძის 2 გოლი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

Hull City manager Shota Arveladze applauds the fans before the Sky Bet Championship match at the MKM Stadium, Kingston upon Hull. Picture date: Saturday August 27, 2022. (Photo by Tim Goode/PA Images via Getty Images)

შოთა არველაძემ დღეს რომში დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილოება. ქართველმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ვიდეოები პირდაპირ სტადიო ოლიმპიკოზე არის გადაღებული და ვიდეოების ავტორი სალომე ხარატიშვილი გახლავთ.

შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

Hull City manager Shota Arveladze applauds the fans before the Sky Bet Championship match at the MKM Stadium, Kingston upon Hull. Picture date: Saturday August 27, 2022. (Photo by Tim Goode/PA Images via Getty Images)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, 14 ნოემბერს ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა დიეგო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება და საქველმოქმედო იქნება. ინფორმაცია არველაძემ თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. “ყოველთვის სასიამოვნოა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღება. მიხარია, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები სტადიო ოლიმპიკოზე გასვლას.” – დაწერა არველაძემ. როგორც მისი ფეისბუქ პოსტერიდან შევიტყვეთ, ამ მატჩში მონაწილეობას ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო… Continue reading შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

შოთა არველაძე: შევქმენით პირველი ჯგუფი, რომელიც ნეაპოლში წავა (ვიდეო)

SWANSEA, WALES - SEPTEMBER 17: Hull City manager Shota Arveladze stands on the touch line prior to the Sky Bet Championship match between Swansea City and Hull City at the Swansea.com Stadium on September 17, 2022 in Swansea, Wales. (Photo by Athena Pictures/Getty Images)

შოთა არველაძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის და მისი ფონდი იმუშვებდნენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრები ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად წასულიყვნენ. ამ თემაზე არველაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა.

ოფიციალურად: შოთა და ჰალი დასრულდა

ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბმა ჰალმა შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა (hulldailymail). ასევე ამწუთას დაადასტურა კლუბის ოფიციალურმა საიტმაც. დირექტორმა აკუნ ილიჯალიმ თქვა: „სანაკრებო პაუზის დროს რამდენჯერმე შევხვდით შოთას, ვისაუბრეთ გეგმებზე, მიმართულებაზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვეოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ერთმანეთს დავშორებოდით. შოთას და მის ასისტენტ პიტერ ვან დერ ვინს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში“. შოთას ჰალმა კარგად… Continue reading ოფიციალურად: შოთა და ჰალი დასრულდა

არაორდინარული გადაწყვეტილებები აქვს, რაც გაოცებს – შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

წყარო: ტვ პირველი

18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული

  18 აგვისტოა. არის დღეები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება: პირველი მატჩი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დინამოს სტადიონი, 50 000 მაყურებელი და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.. დინამო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს ხვდებოდა. რატომ 12:1 არა?! 2:1 დასრულდა, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არალოგიკური ანგარიში. 12:1, 13:1, 14:1 – სრულიად შესაძლებელი თამაშიდან გამომდინარე. ვისაც ახსოვს დაგვეთანხმება: დინამო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა… Continue reading 18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული