დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს

დღეს, როდესაც შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში(!), ყატარში(!) მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ელექტრომოწყობილობა(!) ადამიანის ჩათვლილ გოლებს აუქმებს, ძველი ამბები დავიწყებას ეძლევა. არადა, ზუსტად 150 წლის წინ, 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ისტორიაში პირველი სანაკრებო შეხვედრა შოტლანდიისა და ინგლისის გუნდებს შორის. ამბობენ, რომ კლუბების, კოლეჯების და უნივერსიტეტების კი არა, ერების ერთმანეთთან გაჯიბრების იდეა ჩარლზ ოლკოკს ეკუთვნის,… Continue reading დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს

გარდაიცვალა გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა

გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა, მეკარე ენდი გორამი გარდაიცვალა. 58 წლის გორამს სიმსივნე აწუხებდა. ამის შესახებ სამი თვის წინ გაიგო… საყლაპავი მილის სიმსივნე. უჭირდა ჭამა, დალევა, წონაში დაიკლო და ამის მერე ექიმს გაესინჯა. კვლევამ აჩვენა, რომ სიტუაცია უკვე ძალიან გართულებული იყო. გორამმა ქიმიოთერაპიაზე უარი განაცხადა, რადგან გაიგო, რომ მაქსიმუმ ექვსი თვე უნდა ეცოცხლა. „წინ ბრძოლა მელის. ექიმმა… Continue reading გარდაიცვალა გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა

სირცხვილი გარეთ

ინგლისი შოკშია. სამშაბათს მათმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩში შინ, ვულვერჰემპტონში, უნგრეთთან სამარცხვინოდ წააგო – 0:4. ეს სამი ლომის ყველაზე მტკივნეული საშინაო მარცხი გახლდათ 1928 წლის შემდეგ, როცა ისინი შოტლანდიამ გაანადგურა 1:5. ვულვერჰეპტონის მოლინიუს სტადიონზე შეკრებილი ქომაგები მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს უშვერი სიტყვებით იხსენიებდნენ. მათ თამაშის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე მოუწყვეს თავის ნაკრებს ობსტრუქცია. ბოლო ოთხი… Continue reading სირცხვილი გარეთ

ვლადა

ოთხშაბათს უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 5 ივნისს უელსის ეროვნულ გუნდს შეხვდება. რაც ამ მატჩის დროს ლეგენდარულ ჰემპდენ პარკის სტადიონზე ხდებოდა, ალბათ ისტორიას არ ახსოვს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინელები პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდნენ. ტრიბუნები სავსე იყო უკრაინელი ქომაგებით, რომლებიც ეროვნულ ჰიმნს… Continue reading ვლადა

გადაიდო

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი, რიმელშიც შოტლანდიის ნაკრებს 24 მარტს უნდა ემასპინძლა უკრაინისთვის, გადაიდო. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში ფიფა-უეფასგან ოფიციალური წერილი მიიღეს ამ ფაქტის შესახებ. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ცხადია ფეხბურთისთვის არ სცხელა. თამაში სავარაუდოდ 4 ივნისს გაიმართება. ფიფა-უეფა იმედოვნებენ, რომ ამ დროისთვის მაინც შეძლებენ უკრაინელები ფეხბურთის თამაშს.… Continue reading გადაიდო

ღირს ნახვად… შოტლანდიელის სუპერ-გოლი ინდოეთში (+video)

ნახეთ, რა გოლი გავიდა საჯარიმო დარტყმით ინდოეთში… შოტლანდიელმა ნახევარმცველმა გრეგ სტიუარტმა გაიტანა, რომელიც შარშან გლაზგო რეინჯერსში თამაშობდა. 31 წლის შოტლანდიელი რეინჯერსიდან ინდურ ჯამშეპდურში გადავიდა. ზოგადად, ინდოეთში საკმაოდ არიან ლეგიონერები და არცთუ სუსტებიც. გოლი კი მშვენიერია… მიუხედავად იმისა, რომ ერთკაციანი ცოცხალი კედელია, შესრულება უნდა.  

ავი მეტოქე… საქართველოში გამწარებულები

11 ნოემბერს საქართველო-შვედეთია… საქართველო მეოთხე ადგილზეა და ბურთების შეფარდებით უსწრებს კოსოვოს, ხოლო შვედეთი ლიდერია და ბათუმში თუ მოიგებს, ბოლო ტურში ესპანეთთან (14-ში) ფრეც ეყოფა. ხოლო თუ სკანდინავიელები აქ ვერ იმარჯვებენ, მაგრად გაურთულდებათ საქმე. ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრები სწორედ ასეთ დროს არის უფრო ძლიერი: როცა ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს და პირიქით, მეტოქეს უფრო სჭირდება ქულები.… Continue reading ავი მეტოქე… საქართველოში გამწარებულები