მუსელიანი – გოლ-შოკი ეროვნულ ლიგა 2-ში (+video)

ბრწყინვალე გოლი გავიდა დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში. ქობულეთის შუქურა ზურაბ მუსელიანის ამ ულამაზესი დარტყმით უგებდა მარტვილის მერანს, საბოლოოდ კი 1:3 წააგო. მუსელიანი 22 წლის თავდამსხმელია. გამოირჩეოდა ვიტ ჯორჯიაში, ხოლო შარშანდელი იანვრიდან შუქურაშია. ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლავთ. ეს გოლი კი მშვენებაა.

გაგრა საქართველოს დაუბრუნდა – გაგრელები კვლავ უძლიერესთა რიგებში იქნებიან

გაგრა საქართველოს უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაგრელები კვლავ საუკეთესოთა შორის იქნებიან. პლეი-აუტში ქობულეთში შუქურასთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, გაგრამ შავი ზღვისპირელებს თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს. თამაზ მაქაცარიამ გურამ სამუშიას გაუკეთა გადაცემა, მანაც ლამაზი პასით მაქაცარიას დაუბრუნა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო. ამის… Continue reading გაგრა საქართველოს დაუბრუნდა – გაგრელები კვლავ უძლიერესთა რიგებში იქნებიან

დრამა, ქამბექები და კარგი ტაიმი – სამგურალი თასის ფინალში გავიდა

საქართველოს თასის 1/2 ფინალი ქობულეთში ჩელე არენაზე გაიმართა, სადაც სამგურალი შუქურას ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ თამაში. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც მოთამაშეებს საქმეს ერთი ორად ურთულებდათ. პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. აღნიშნული მიზეზის გამო, სახიფათო მომენტები ნაკლებად იყო. უმეტესად ბრძოლა… Continue reading დრამა, ქამბექები და კარგი ტაიმი – სამგურალი თასის ფინალში გავიდა

ძალამიძე – ფეხბურთში დაბრუნება 20 თვის მერე…

სასიხარულოა, როცა ფეხბურთელი თითქმის ორწლიანი შესვენების მერე საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. ნიკა ძალამიძე ქობულეთის შუქურაში ითამშებს…   ძალამიძე – ერთ დროს ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი, გვახსოვს მისი თამაშები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, გვახსოვს 21-წლამდელების შესარჩევში ნიდერლანდები-საქართველო 0:1, როცა ვან გინკელი და დე ვილიენა გააქრო ცენტრში; გვახსოვს, რა კარგად თამაშობდა იყო ვიძევსა და იაგელონიაში. ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა 7 მატჩი,… Continue reading ძალამიძე – ფეხბურთში დაბრუნება 20 თვის მერე…