ბრალტისლავას სლოვანი კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. არა და გამარჯვებასთან რა ახლოს იყო, 2:1-ს იგებდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაუშვეს. 3 წუთიც რომ გაეძლოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. თამაში ისე დაიწყო, უკეთეს ვერ ინატრებდნენ – მე-11 წუთზე ანგარიში აბუბაქარმა გახსნა, მე-17 წუთზე კი ანგარიში კუცკამ 2-მდე გაზარდა. პირველი ტაიმი სლოვანის იყო, ბურთის ფლობის გარდა, მეტოქეს ყველა… Continue reading სლოვანი გავარდა – 3 წუთიც რომ გაეძლო…
Tag: ჩაკვეტაძე
ჩაკვეტაძე – მონატრებული ეფექტი
ფიქრები ბათუმისკენ. ორ კვირაზე ნაკლები დარჩა საქართველო-ნორვეგიამდე და მნიშვნელოვანია, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში გვყავდეს. ყველამ ვიცით, ვინც არის საქართველოს N 1 ფეხბურთელი, იმედიც და ყველაფერიც, მაგრამ ამჯერად სხვაზე დავწერთ: ვისზეც ამას ვწერდით სამი-ოთხი წლის წინ – გიორგი ჩაკვეტაძეზე. ნამდვილად არ ვიცით, რა დროს მისცემს ვილი სანიოლი ჩაკვეტაძეს. ეს მისი პრეროგატივაა და გააჩნია ვარჯიშებს, მზადყოფნას,… Continue reading ჩაკვეტაძე – მონატრებული ეფექტი
სპოტსმენების რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე…
ასე გემოეხმაურნენ სპორტსმენები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას:
ჩაკვეტაძის ტრავმა…
გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩში (სლოვანი-რუჟემბეროკი 2:0) ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ეს ეპიზოდი მოხდა: მეკარემ გიორგის წვივში ჩაარტყა და პენალტიც დაინიშნა… ჩაკვეს ძალიან ეტკინა და ექიმებსაც სერიოზული მუშაობა დასჭირდათ. ჯერ გადაჭრით რთულია საუბარი, მაგრამ ხვალ უფრო გახდება ცნობილი. ისე, მძიმე ტრავმა არ ჩანს…
ქართველები ევროტურნირებზე – ვინ? სად? რამდენი?
ევროტურნირებზე მორიგი მატჩები გაიმართა. კონფერენს და ევროპა ლიგაზე თავიანთი შეხვედრები ქართველი ფეხბურთელების გუნდებმაც ჩაატარეს, სადაც ჩვენებურებმაც მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც საქართველო 0:0 ბულგარეთის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მისდა სამწუხაროდ, გრაცის შტურმი ევროპა ლიგაზე ფეიენოორდთან 0:6 დამარცხდა. ოთარი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ყარაბახმა ევროპა ლიგაზე ნანტს… Continue reading ქართველები ევროტურნირებზე – ვინ? სად? რამდენი?
კონფერენს ლიგაში დაჯგუფდნენ!
კონფერენს ლიგის 2022/23 წლების ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა. გუნდები ასე გადანაწილდნენ A ჯგუფი ბაშაქშექირი ფიორენტინა ჰარტსი რიგა B ჯგუფი ვესტ ჰემი სტიაუა ანდერლეხტი სილკებურგი C ჯგუფი ვილიარეალი აპოელ ბეერ შევა ავსტრია ვენა ლეხი D ჯგუფი პარტიზანი კიოლნი ნიცა სლოვაცკო E ჯგუფი ალკმაარი აპოლონი ვადუცი დნიპრო F ჯგუფი გენტი მოლდე… Continue reading კონფერენს ლიგაში დაჯგუფდნენ!
სლოვანი ოლიმპიაკოსთან პენალტებში დამარცხდა… [ვიდეო]
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავას სლოვანმა პირეოსის ოლიმპიაკოსი მიიღო. პირველი შეხვედრა, საბერძნეთში, ფრედ – 1:1 – დასრულდა. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომ იწვევდა, რომ სლოვანში სამი ქართველი – ჩაკვეტაძე, კანკავა, კაშია – თამაშობს, თანაც სამივემ ძირითადში დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიულ უპირატესობას სლოვანი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა წინ სულ ოლიმპიაკოსი გადიოდა, ბრატისლავურ… Continue reading სლოვანი ოლიმპიაკოსთან პენალტებში დამარცხდა… [ვიდეო]
სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!
გიორგი ჩაკვეტაძე სლოვანის ფეხბურთელია. გადაწყდა. სლოვანმა ოფიციალურად გამოაცხადა! ჩაკვეტაძე 70 ნომრით ითამაშებს. ერთწლიანი იჯარა გენტიდან… შეგახსენებთ, სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ბათუმის დინამოს შეხვდება. მატჩები 6 და 13 ივლისს გაიმართება. ჩაკვეს სლოვანში ვლადიმირ ვაისი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დახვდნენ. ივან კმოტრიკი (სლოვანის გენერალური დირექტორი): „მეოთხე ახალწვეული გვყავს. ყველაფერს ვცდილობთ სლოვანის კიდევ უფრო… Continue reading სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!
ჩაკვეტაძე ვაისთან, სლოვანში!
ბელგიური საიტის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე, იჯარით, სლოვანში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისია, რომელიც ქართველი ტალანტის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. გუნდში ასევე კიდევ ორი ქართველი – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. გიორგი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვანი ბათუმის დინამოს შეხვდება, სადაც თამაში ჩაკვეტაძეს უკვე შეეძლება…
ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში?
დიდია ალბათობა, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში დაბრუნდეს, Geo Team-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც წყაროსთვის ცნობილია, სასტუმრო “შერატონში” ჩაკვეტაძე დინამოს პრეზიდენტს – რომან ფიფიას შეხვდა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი, ბელგიურ გენტში, შემდეგ ჰამბურგში იჯარით ითამაშა, სწორედ თბილისური გუნდიდან მოხვდა…