უნიჭო მსახიობები: რა ჩაწყობილი მატჩი, რას ამბობთ… (+video)

ეს უნდა ნახოთ – პენალტების სერია ნიგერიის შტატის ფინალში. იჯებუ იუნაიტედმა და რემო სტარზმა ფრედ ითამაშეს, პენალტები დაიწყო და… “რა ჩაწყობილ-გარიგებული, როგორ გეკადრებათ?!” ნახეთ. იჯებუმ პენალტებში 3:0 მოიგო. ერთ მომენტში რემო სტარზის მეკარე საერთოდ არ ხტება, ხოლო მერე მათი ფეხბურთელი სად ურტყამს პენალტს… და თან ხელი შემოიკრა თავში. ზოგადად გავრცელებულია, რომ ნიგერიულ ფეხბურთში დიდი აღებ-მიცემობაა.… Continue reading უნიჭო მსახიობები: რა ჩაწყობილი მატჩი, რას ამბობთ… (+video)

ტრაგიკომედია!.. მატჩები 59:1 და 33:1 დასრულდა

კომიკური (ან უფრო ტრაგიკომიკური) ამბავი მოხდა სამხრეთ აფრიკის რანგით მეოთხე ლიგაში და 4 კლუბს საბოლოო დისკვალიფიკაცია მისცეს: ფეხბურთი მათთვის მორჩა. ან აქამდე რა იყო, მაგრამ მაინც… პირველი ადგილისთვის მიდიოდა ბრძოლა. კლუბმა შივულანი ტაიგერსმა 33:1 მოუგო კოტოტო ჰეპი ბოისს, მაგრამ მათ გადაუსწრო ფკ მატიასიმ, რომელმაც 59:1 გაიმარჯვა ნსამი ბერდსთან. ამ შეხვედრაში კიდევ იცით რა მოხდა? 59-დან… Continue reading ტრაგიკომედია!.. მატჩები 59:1 და 33:1 დასრულდა