დაგვანახე…

წესრიგი ყველგან წესრიგია… მეტროში, რესტორანში თუ სტადიონზე… ლონდონში, ჩოხატაურში თუ კლაიპედაში… აქ, ამ ვიდეოზე სტემფორდ ბრიჯზე მადრიდის რეალის სტუმრობაა აღბეჭდილი. ესპანელები ჩელსის ვიდრე მოედანზე შეხვდებოდნენ, სტადიონზე წესრიგის დამცველებს გადააწყდნენ… აქაოდა, ვინ არ გვცნობსო, რეალის კამავინგამ და ბენზემამ თავი დაადეს და გასახდელს მიაშურეს, რა დროსაც სტიუარდებმა შეაყოვნეს, ბეიჯი დაგვანახეთო… ამათი შემხედვარე კარლო ანჩელოტიც, უხერხული მდგომარეობის თავიდან… Continue reading დაგვანახე…

“წნეხი? წარმოშობით იქიდან ვარ, სადაც არ იციან, ხვალ რას შეჭამენ!”

გერმანიის ნაკრების მცველმა ანტონიო რიუდიგერმა საინტერესო ისტორია მოჰყვა თვისი ცხოვრებიდან. რიუდიგერი ბერლინში დაიბადა, ხოლო დედამისი წარმოშობით სიერა-ლეონედან არის… „საიდანაც წარმოშობით ვარ, იქ ფეხბურთზე კი არა, ცხოვრებაზეა წნეხი. იქ არ იცი, ხვალ რას შეჭამ. როცა ბუცებზე თასმებს ვიკრავ და თუნდაც პატარა წნეხი მაქვს თამშის წინ, მახსენდება ცხოვრების ის მომენტები და ყველაფერი მეხსნება. …როცა სამოქალაქო ომის მერე… Continue reading “წნეხი? წარმოშობით იქიდან ვარ, სადაც არ იციან, ხვალ რას შეჭამენ!”

ლივერპულმა FA თასი მოიგო – პენალტები, ტრავმა, ნერვები… (ვიდეო)

ლივერპულმა FA თასი მოიგო. იურგენ კლოპის გუნდი ფინალში ლონდონის ჩელსის შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი მერსისაიდელებმა 6:5 მოიგეს. ლივერპულმა FA თასი მერვედ მოიგო. აღნიშნულ ტიტულს გუნდი ბოლოს 2005-06 წლების სეზონში დაეუფლა. კლოპის გუნდისთვის ერთი ცუდი მაინც მოხდა. 33-ე წუთზე ტრავმის გამო მოჰამედ სალაჰი შეცვალეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა ეგვიპტელის დაზიანება.… Continue reading ლივერპულმა FA თასი მოიგო – პენალტები, ტრავმა, ნერვები… (ვიდეო)

10 გოლი ფლეი-ოფში – ქარიმ ბენზემას ჯადოქრობა!

  მადრიდის რეალმა სასწაული მოახდინა: 5 წუთში 3 გოლი გაიტანა და მან. სიტი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა (საერთო ანგარიში: 6:5). მესამე გოლი ბენზემასია – ახლა ოქროს ბურთს ის უფრო ხმამაღლა ითხოვს. პირველი გოლის დროს, კარიმმა საგოლე პასი გააკეთა, დამატებით დროში კი, მისივე მოპოვებული, პენალტი გაიტანა. ახლა ციფრები: კარიმი რონალდუს რეკორდსა და ლევანდოვსკის გოლების რაოდენობას დაეწია! ·        … Continue reading 10 გოლი ფლეი-ოფში – ქარიმ ბენზემას ჯადოქრობა!

სულელი ბრაზილიელი

პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში ევერტონმა შინ ჩელსის 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 47-ე წუთზე ბრაზილიელმა რიშარლისონმა გაიტანა და ამ დროს უჩვეულო ამბავი მოხდა: ევერტონის გახარებულმა ფანებმა მინდორზე სხვადასხვა ნივთები ისროლეს, ერთ-ერთი მოლურჯო ფერის მაშხალა გახლდათ, რომელიც რიშარლისონმა მინდვრიდან აიღო და ისევ ტრიბუნებში ისროლა… ახლა მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. არადა, ევერტონი გასავარდნ ზონაშია და ბოლო შეხვედრებში ლიდერის… Continue reading სულელი ბრაზილიელი

ჩავიმ ჩელსის ფეხბურთელს დაადგა თვალი

ბარსელონა მორიგი ტრანსფერის გაჩარხვას აპირებს. ფაბრიციო დი რომანოს ცნობით, ბლაუგრანას ახალი სამიზნე ჩელსის მარცხენა მცველი მარკოს ალონსოა. კატალონიელთა სასურველ მარცხენა მცველთა სიაში 4 ფეხბურთელია და ტრანსფერის მთავარი კანდიდატი სწორედ ალონსოა. აღსანიშნავია, რომ ბარსელონას გარდა მისი დამატება ატლეტიკოსაც სურს. ალონსო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ლონდონელები მას მარტივად არ შეელევიან. ესპანელი ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში ფიორენტინადან გადავიდა… Continue reading ჩავიმ ჩელსის ფეხბურთელს დაადგა თვალი

კინი: მანჩესტერი ჩემპიონშიფის კლუბია?..

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა როი კინი საყვარელ კლუბზე გაბრაზებულია: უსისხლოდ თამაშობენო. ირლანდიელმა კომენტარი გააკეთა ჩელსისთან 1:1-ს მერე: „მანჩესტერ იუნაიტედი იქცა გუნდად, რომლის წინააღმდეგაც თამაში იოლია. ფეხბურთელები არც კი ცდილობენ დაცვაში სწრაფად დაბრუნებას. რაც ვნახეთ, ეს რალფ რანგნიკის ფორმაციის გუნდისთვის დამახასიათებელი გახდა. …შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩელსი ტოპია, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონშიფის კლუბია. იუნაიტედს არ აქვს ოსტატობა, გუნდი… Continue reading კინი: მანჩესტერი ჩემპიონშიფის კლუბია?..

ლუკაკუს ინტერში დაბრუნება უნდა

LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 19: Romelu Lukaku of Chelsea warms up prior to the Premier League match between Tottenham Hotspur and Chelsea at Tottenham Hotspur Stadium on September 19, 2021 in London, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

მილანის ინტერის თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნება სურს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება. აღნიშნული წყაროს ცნობით, ბელგიელს არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩელსიში მის მიმართ აქვთ და ამიტომაც უნდა არისტოკრატთა დატოვება. Calciomercato-ს ბოლო ცნობებით, ლუკაკუ ინტერის აღმასრულებელ დირექტორს ჯუზეპე მაროტას უკვე შეხვდა და ამ თემაზე ისაუბრეს. საუბრის დეტალები უცნობია. ლუკაკუ ჩელსიში 2021 წლის ზაფხულში სწორედ ინტერიდან… Continue reading ლუკაკუს ინტერში დაბრუნება უნდა