ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო დადო. ვიდეოში ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან ხვიჩას გამორჩეული მომენტებია შესული. View this post on Instagram A post shared by UEFA Champions League (@championsleague) ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი 15 ქულით მოიგო და 1/8 ფინალში აინტრახტს შეხვდება. ხვიჩამ ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა… Continue reading ჩემპიონთა ლიგის გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო დადო (ვიდეო)
Tag: ჩემპიონთა ლიგა
“კვარაცხელიას მაგია ამ სეზონში” (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო დადო. ვიდეოში მისი ლამაზი მომენტებია ასახული. “ხვიჩა კვარაცხელიას მაგია ამ სეზონში” – სწორედ ასეა ვიდეო დასათაურებული. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი 15 ქულით მოიგო და 1/8 ფინალში აინტრახტს შეხვდება. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა. ესპანელის აზრით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის აქვთ. “ძნელია იმის წინასწარ თქმა თუ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ყველაზე ძლიერ გუნდებად მანჩესტერ სიტი და პსჟ მიმაჩნია, ვფიქრობ სწორედ ეს 2 გუნდია მოგების მთავარი ფავორიტი. ასევე შესანიშნავად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი… Continue reading ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა
კროოსი: მსოფლიო ჩემპიონატი? – არა, ლიგები…
მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ტონი კროოსის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება “ჩემპიონთა ლიგის ხუთჯერ მოგებას ავირჩევ. რაოდენობაზეა საუბარი – სტაბილურობა მიყვარს. 8 წელში 5-ჯერ ტურნირის მოგება განსაკუთრებული მიღწევაა. ეს რთული შეკითხვა არ არის,” – თქვა ტონიმ
იურგენ კლოპი: კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ნაპოლი ლივერპულს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა, რომელმაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. “კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, ისიც და არნოლდიც კარგები არიან. ვიცი ხალხი მათთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრებს, როცა კვარაცხელია ტრენტს გასცდა. კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია. მის წინააღმდეგ თამაშისას თავი ერთობლივად კარგად უნდა დაიცვათ. როცა… Continue reading იურგენ კლოპი: კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია
ჩემპიონთა ლიგა – უსენსაციო დღე და 8 1/8 ფინალისტი
ჩემპიონთა ლიგაში მე-6 ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართა. გაირკვა 16-დან იმ 8 გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ლივერპული – ნაპოლის დაპირისპირება იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი აქტიურობდა, თუმცა უკეთესი ხვიჩაც გვახსოვს. ჩვენებურმა მინდორზე 82 წუთი დაჰყო. ხვიჩას ჩაწოდების შემდეგ ოსტიგარდმა გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ… Continue reading ჩემპიონთა ლიგა – უსენსაციო დღე და 8 1/8 ფინალისტი
კვარაცხელია ენფილდზე – რა შეფასება მიიღო ხვიჩამ?
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ნაპოლი ლივერპულს სტუმრობს და 0:1 მარცხდება. მატჩის 82-ე წუთზე როცა ანგარიში 0:0 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored.com-ზე 6.5 შეფასება მიიღო. ხვიჩა საკმაოდ აქტიური იყო, მას 2 მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა. კვარაცხელიას კარგი ჩაწოდების შემდეგ, ოსიგარდმა შეაგდო, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ანდრეს ინიესტა: ბარსელონას სწორედ ის აკლია, რაზეც მე ვსაუბრობ
ბარსელონა ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ამ თემაზე ბლაუგრანას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ისაუბრა. “აშკარაა, რომ ზოგიერთი რაღაც გუნდში არასკამარისად კარგად ან საერთოდ არ კეთდება ამ დინამიკის შესაცვლელად. მეც მქონდა წარუმატებელი პერიოდი ბოლო სეზონში, როცა რომასთან დავმარცხდით. გუნდმა ვერ შეძლო იმის გამოსწორება, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ის რაც რომასთანაც დაგვაკლდა – დინამიკა. სწორედ ეს აკლდება… Continue reading ანდრეს ინიესტა: ბარსელონას სწორედ ის აკლია, რაზეც მე ვსაუბრობ
მაინც ლივერპული
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში აიაქსმა შინ ლივერპულთან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. ნიდერლანდელები ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ, მერსისაიდელები კი მერვედფინალში არიან. აიაქსის ქომაგები მოწყენილები ტოვებდნენ იოჰან კრუიფ არენას ტრიბუნებს. ბევრმა მსაჯის ფინალურ სასტვენამდე მიატოვა იქაურობა. თუმცა, გუშინაც ვწერდით, რომ მათ იმედი თამაშამდეც გადაწურული ჰქონდათ და უფრო შიდა ჩემპიონატის ამბებს განიხილავდნენ უშუალო კონკურენტ პსვ-სთან… Continue reading მაინც ლივერპული
ხვიჩა სკამზე, ბარსელონა ევროპა ლიგაში და სხვა
ჩემპიონთა ლიგაში მე-5 ტურის მეორე სათამაში დღე მიილია. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს ნაპოლი – რეინჯერსის დაპირისპირება იწვევდა, ამის მიზეზი ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაა. სპალეტიმ ჩვენებური დაასვენა და ხვიჩა განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. რაც შეეხება მატჩს, მასპინძლებმა შოტლანდიური გუნდი 3:0 დაამარცხეს. დღის ცენტრალური მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც თამაშმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. ბაიერნი ბარსელონას ესტუმრა და 3:0… Continue reading ხვიჩა სკამზე, ბარსელონა ევროპა ლიგაში და სხვა