NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში “ჩიკაგომ” საკუთარ UNITED CENTER-ში უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და მეტოქე 132:118 დაამარცხა. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში “ხარებისთვის” “ვორიორზი” ყველაზე უხერხული მეტოქე გახლდათ – “ბულზს” მოქმედ ჩემპიონებთან ზედიზედ 11 მატჩი ქონდა წაგებული (ბოლო გამარჯვება 2017 წელს) და ეს დანავსული სერიაც დასრულდა. მატჩის გმირი ‘ჩიკაგოს” ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა. მონტენეგროელმა კალათბურთელმა კარიერის პირადი რეკორდი… Continue reading ნიკოლა ვუჩევიჩის 43 ქულა და გამარჯვება “გოლდენ სტეიტთან”
Tag: ჩიკაგო ბულზი
არეულობა “ჩიკაგო ბულზში”
“ჩიკაგო ბულზში” არეულობაა… გუნდის ლიდერები:ზაკ ლავინი, დემარ დეროუზანი და ნიკოლა ვუჩევიჩი ერთმანეთს ებრძვიან, მოედანზე თუ მოედნის მიღმა. “მინესოტასთან” მატჩში ბილი დონოვანის გაწვრთნილმა გუნდმა 150 ქულა “გაუშვა”, მაგრამ ამაზე უარესი ის ფაქტი გახლდათ, რომ ტაიმებს შორის დიდ შევენებაზე “ბულზის” კალათბურთელებმა გასახდელში ერთმანეთში იჩხუბეს. ადრიან ვოჟნაროვსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ზაკ ლავინი და დემარ დეროუზანი “ვერ იყოფენ ბურთს”… Continue reading არეულობა “ჩიკაგო ბულზში”
საგსის სამქულიანმა მეჯიქს ჩიკაგოსთან მოაგებინა
ახალი გუნდის შენების პროცესშია ორლანდო. მეჯიქის სამწვრთნელო შტაბს აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელებზე აქვთ გაკეთებული და დიდად არ ანაღვლებთ კონკრეტულ შეხვედრას მოიგებენ თუ არა. მიუხედავად ასეთი მიდგომისა, ორლანდომ მიმდინარე სეზონში რიგით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – ჯამალ მოსლის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად ჩიკაგო დაამარცხა 108-107. 2022/23 წლების რეგულარულ გათამაშებაში ეს გახლდათ მეჯიქის პირველი საგარეო გამარჯვება. ვაგნერის, კარტერის და ბოლ… Continue reading საგსის სამქულიანმა მეჯიქს ჩიკაგოსთან მოაგებინა
დეროუზანის 20 000 ქულიანი ნიშნული
NBA-ს 2022/23 რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგოს” და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 129-124 დაამარცხა. შეხვედრა საიუბილეო გამოდგა “ბულზის” ფორვარდ დემარ დეროუზანისთვის, რომელმაც კარიერული ქულებით 20 000-ს გადააბიჯა და ლიგის ისტორიაში გახდა 50-ე კალათბურთელი, ვინც ეს მიღწევა დააფიქსირა. ორივე გუნდი მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა: მცირე ტრავმის გამო “სპურსს” დევინ ვასელი აკლდა, ხოლო… Continue reading დეროუზანის 20 000 ქულიანი ნიშნული
NBA ქართველების გარეშე
ოკეანის გაღმა ნელ-ნელა ხურდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. რეგულარული გათამაშების მორიგი მატჩები გამართეს “მილუოკიმ” და “ინდიანამ”, სამწუხაროდ ქართველი კალათბურთელები: სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ბრუკლინს” და მეტოქე 110:99 დაამარცხა. მოგებულ შეხვედრაში ბენეფისი მოიწყო იანის ანტეტენკუმპომ – ბერძენმა კალათბურთელმა 43 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი… Continue reading NBA ქართველების გარეშე
მამუკელაშვილის 13 ქულა “ჩიკაგოსთან”
“მილუოკი” აგრძელებს მზადებას NBA-ს მოახლოვებული სეზონისთვის. “ბაქსმა” რიგით მეოთხე საგამოფენო მატჩი გამართა და მეოთხედ დამარცხდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი UNITED CENTER-ში დაუპირისპირდა “ჩიკაგოს” და 104-127 განადგურდა. “მილუოკის” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში “მამუმ” 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა მძიმე ფორვარდის… Continue reading მამუკელაშვილის 13 ქულა “ჩიკაგოსთან”
“ჩიკაგო ბულზი” NBA-ს პლეიოფს გამოეთიშა
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” მორიგი შეხვედრა მოუგო “ჩიკაგო ბულზს” 116-100, საპლეიოფო სერიაში 4-1 იმარჯვა და კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე მეორე ნომრად განთესილი “ბოსტონ სელტიქსი” იქნება. საპლეიოფო სერიის მეხუთე შეხვედრას ორივე გუნდი სერიოზული დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდათ ჯორჯ ჰილი და კრის მიდლტონი, ხოლო სტუმრებს ალექს კარუზო და… Continue reading “ჩიკაგო ბულზი” NBA-ს პლეიოფს გამოეთიშა
დემარ დეროუზანის საკალათბურთო შოუ მოქმედ ჩემპიონთან
უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო სერია “მილუოკის” და “ჩიკაგოს” შორის. პირველი მატჩი “ბაქსმა” საკუთარ არენაზე ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო(93-86), მეორე შეხვედრაში კი ჩიკაგოელმა “ხარებმა” თავისი “რქები გამოაჩნეს” და დემარ დეროუზანის 41 ქულის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს 114-110. შეხვედრის სტარტი “მილუოკის” საშინელი გამოუვიდა – საწყის 49 წამში ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქე 9-0 გაექცა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონები… Continue reading დემარ დეროუზანის საკალათბურთო შოუ მოქმედ ჩემპიონთან
დევინ ბუკერის 38 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება ჩიკაგოში შედგა, სადაც „ბულზი“ დაუპირისპირდა „ფინიქსს“ და მძიმე ბრძოლაში 124-127 დამარცხდა. შეხვედრის სტარტზე „სანზი“ უკეთესად გამოიყურებოდა და სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა. მოედანზე ბრწყინავდა დევინ ბუკერი, რომელმაც „ჩიკაგოს“ კალათი აიკლო – ჩაუგდო რა 38 ქულა. „ბულზის“ რიგებში არ მოიძებნა ისეთი კალათბურთელი, რომელიც ცოტათი მაინც შეზღუდავდა დევინს… Continue reading დევინ ბუკერის 38 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში
დემარ დეროუზანის 38 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“
დემარ დეროუზანი კალიფორნიაში დაიბადა და მთელი ბავშვობა „ლეიკერსს“ გულშემატკივრობდა, საკალათბურთო კარიერის განმავლობაშi არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ ყოველთვის ოცნებად ქონდა მშობლიურ ქალაქის გუნდში თამაში, თუმცა დემარს ამის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია. 2009 წლის დრაფტზე დეროუზანი „ტორონტომ“ აირჩია მე-9 ნომრად და ახალგაზრდა კალათბურთელი კანადური კლუბის ღირსებას 9 სეზონის განმავლობაში იცავდა. ამ დროის განმავლბაში დემარ „რაპტორზის“ ისტორიაში საუკეთესო… Continue reading დემარ დეროუზანის 38 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“