ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. იმპერატორის თასის ამ ტურნირზე, ორივე რიკიშის 1 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა, დადებითი ბალანსის მოპოვების პრაქტიკული შანსის შესანარჩუნებლად კი აქ მოგება აუცილებელი იყო. საბედნიეროდ, ჩვენმა ტრავმით მოასპარეზე გოლიათმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ოშიდაშის კიმარიტეთი, გამარჯვებას მიაღწია და აქტივში მეორე თეთრი ბურთულა ჩაიწერა. ტოჩინოშინის ბალანსი: 2:4 იხილეთ ვიდეო
Tag: ჩიონოკუნი
დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთის პირისპირ თითო მოგებითა და მარცხით წარსდგნენ, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველის უპირატესობა ნათელი იყო – 8:2, თუმცა ბოლო ორი ორთაბრძოლა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. სამწუხაროდ, ეს დღე ტოჩინოშინისთვის წარმატებული არ გამოდგა. ლევნამა ტაჩი-აი (თავდაპირველი შეტაკება) კარგი კაჩიაგეთი დაიწყო, თუმცა, შეტევის დროს, მეტოქემ ის მოძრაობაზე დაიჭირა… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]
ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. ორთაბრძოლამდე, ქართველს 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი 1 გამარჯვება და 10(!!!) მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანს უპირატესობა აქაც ჰქონდა – 9 მოგება და მხოლოდ 2 წაგება. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ვერ გაგრძელდა. სუმოში ფავორიტები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ და ახლაც ასე მოხდა. ჩიონოკუნიმ გამარჯვება ოშიტაოშის… Continue reading დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]
ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა. ამ შერკინებამდე, ქართველს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძვის. რაც შეეხება რიკიშების ურთიერთშეხვედრებს, ლევანს იაპონელთან 10 გამარჯვება ჰქონდა, 4-ჯერ კი დამარცხდა. სამწუხაროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ჩიოტაირიუმ დოჰიოზე შესანიშნავად იმოძრავა და ქართველს პოზიციაზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცა, კოორდინაცია დაკარგული ტოჩინოშინი, ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით)… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]
დღე მეექვსე! ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა!
კიუშუ ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინისთვის კი – მეორე (მოგეხსენებათ, 4 დღე ქართველმა ტრავმის გამო გამოტოვა) ლევან გორგაძე ჩიონოკუნის შეერკინა. ტოჩინოშინისთვის იაპონელი მარტივი მეტოქე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთმანეთს 10-ჯერ დაპირისპირებოდნენ და 9 გამარჯვება ჩვენებურის მხარეს იყო, მაგრამ დღეს დასანანი შედეგი მივიღეთ. მეტოქე დისტანციაზე დადგა, ლევანი მავაშიში (ქამარში) არ შეუშვა, ლევანს კი ტრავმა აქვს და… Continue reading დღე მეექვსე! ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა!
დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]
აკი (სექტემბრის) ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 1:3, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 9:3. სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩიოტაირიუმ ზედმეტად წინ გადახრილი ლევანი დაიჭირა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით) გაიმარჯვა. ხვალ ჩვენებური ჩიონოკუნის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 9:1-ს ამარცხებს. წინა ბაშოს მეხუთე დღეს,… Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]