დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

მარტის (ჰარუ) ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ორთაბრძოლამდე, ქართველს ბალანსი 3 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა, იაპონელისა კი – 2 გამარჯვება და 3 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 10:5. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გაგვიხარდებოდა. სუმოს სტანდარტებით, ორთაბრძოლამ დიდ ხანს გასტანა – 40 წამზე მეტს, შერკინება იოცუ-ძუმოში (მავაშიში ჭიდილი)… Continue reading დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოკუზანს შეერკინა [ვიდეო]

  ჰარუ (მარტის) ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინი კოტოკუზანს შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს აქამდე არ შეხვედროდნენ, ეს მათი პირველი დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ერთნაირი – 2 მოგება და 2 მარცხი ჰქონდათ. საბედნიეროდ, კოტოკუზანთან ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთის კარგად გაიხსნა – ლევანს, როგორც წინა დღეს, ოში-ძუმო (დისტანციაზე ხელებით ბრძოლა) მოუწია და, ამჯერადაც, წარმატებულად! ქართველმა მოწინააღმდეგე ოშიდაშის კიმარიტეთი გააძევა! ბალანსი… Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოკუზანს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა. ამ შერკინებამდე, ქართველს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძვის. რაც შეეხება რიკიშების ურთიერთშეხვედრებს, ლევანს იაპონელთან 10 გამარჯვება ჰქონდა, 4-ჯერ კი დამარცხდა. სამწუხაროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ჩიოტაირიუმ დოჰიოზე შესანიშნავად იმოძრავა და ქართველს პოზიციაზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცა, კოორდინაცია დაკარგული ტოჩინოშინი, ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით)… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში, ეს რიკიშებისთვის მე-14 დაპირისპირება იყო, წინა 13-ში კი ქართველმა 9-ჯერ, იაპონელმა კი 4-ჯერ გაიმარჯვა.   საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა! ქართველმა სუმოტორმა წინ გადმოხრილი მეტოქის პოზიციით ისარგებლა, თავზე ხელი წაავლო და ჰატაკიკომის კიმარიტე დააფიქსირა.   ლევანის ბალანსი 5 მოგება და 8 მარცხია (აქედან 4 გამოტოვებული ორთაბრძოლაა).   ხვალ… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

კიუშო ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა. სადანოუმი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძოდა, 7 გამარჯვება ჰქონდა, ტოჩინოშინი კი იმისთვის, რომ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) არ გაეფორმებინა, რადგან მის გრაფაში 7 მარცხი ეწერა.   სამწუხაროდ, ლევან გორგაძე დამარცხდა, თანაც ძალიან იშვიათი – ამიუჩის კიმარიტეთი. ქართველს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) კარგი გამოუვიდა, მეტოქეს უკან მარტივად დაახევინა, თუმცა სადანოუმიმ ჩვენებურს ხელი… Continue reading დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 1:3, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 9:3.   სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩიოტაირიუმ ზედმეტად წინ გადახრილი ლევანი დაიჭირა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით) გაიმარჯვა.   ხვალ ჩვენებური ჩიონოკუნის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 9:1-ს ამარცხებს.   წინა ბაშოს მეხუთე დღეს,… Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]