ჩისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები

ბოლო წლებში დინამო თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი ჩისკო, კარიერას უესკაში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. ესპანურ გუნდს ჩისკო სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი ბოლოს უოტფორდში მუშაობდა. დინამოს ყოფილმა დამრიგებელმა ინგლისური გუნდი დეკემბერში ჩაიბარა, ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დააწინაურა და დაახლოებით 2 კვირის წინ გუნდი დატოვა. რაც შეეხება უესკას, გუნდი სეგუნდა დივიზიონში 15… Continue reading ჩისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები

ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

უოტფორდის მწვრთნელობა ერთობ სახათაბალო საქმე ყოფილა. როცა ამ თანამდებობას თანხმდები,  დარწმუნებული უნდა იყო, რომ პირველივე წაფორხილებისას კარისკენ მიგითითებენ. ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო 10 წელიწადში 15 სპეციალისტი შეცვალეს… რანიერი მეთექვსმეტეა. თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და დამრიგებელმა ჩისკო მუნიოსმა, უოტფორდში არასრული ათი თვე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა და მიმდინარე სეზონშიც, მე-15 ადგილზე… Continue reading ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

რანიერი უოტფორდში

69 წლის კლაუდიო რანიერი ორშაბათ დილით უოტფორდის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა. უახლოეს ხანში ის „ყვითელი არმიის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. მოგეხსენებათ, კვირას კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და დამრიგებელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაითხოვა. ჩისკო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი სპეციალისტი გახდა, რომელმაც სამუშაო დაკარგა. ისიც სათქმელია, რომ უოტფორდმა ბოლო 10 წელიწადში 17 სპეციალისტი გამოიცვალა. რანიერი კარიერაში… Continue reading რანიერი უოტფორდში

7 ცოტაა… ჩისკოსთვის უოტფორდი დასრულდა

ესპანელი ჩისკო უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა. ეს ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბმა დაადასტურა… ჩისკოს უოტფორდმა შაბათს სტუმრად ლიდსთან წააგო – 0:1. უოტფორდი მე-14 ადგილზეა 7 ქულით… ამ სეზონში ასტონ ვილასა და ნორვიჩს მოუგო. თბილისის დინამოს ყოფილი ბომბარდირი და მწვრთნელი 10 თვე მუშაობდა უოტფორდში. მან გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა და რა თქმა უნდა, მაინც კარგი სახელით ტოვებს… Continue reading 7 ცოტაა… ჩისკოსთვის უოტფორდი დასრულდა

“ნარკომანი” ჩისკო: დიდი დინამო, რაფა ბენიტესი, ელტონ ჯონი…

ზეპოპულარულ FourFourTwo-ში ჩისკოსთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინგლისური უოტფორდის მწვრთნელი ის კაცია, რომელმაც საქართველოში კარგი სახელი დატოვა: როგორც ფეხბურთელმაც და როგორც მწვრთნელმაც. იანვარში, როცა ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთეადგილოსან უოტფორდში დაინიშნა, ყველას გაუკვირდა. ინგლისურ პრესაში იწერებოდა: „ვინაა ჩისკო?“, „კლუბს დასცინიან“… თუმცა ესპანელმა უოტფორდი პრემიერლიგაში გადაიყვანა. საქართველოში გატარებულ პერიოდზე: „12 წელი ვითამაშე ესპანეთში და სიახლეს ვეძებდი. შესანიშნავი რამ მივიღე.… Continue reading “ნარკომანი” ჩისკო: დიდი დინამო, რაფა ბენიტესი, ელტონ ჯონი…

რაკიღა ჩისკო ჩისკოა

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩისკო გინდა თბილისში ამუშავე, გინდა ინგლისში, ჩისკო ჩისკოა. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ ვიხუმრე. ამ სიტყვებს სეროზულად, სრული პასუხისმგებლობით ვწერ: ჩისკო ჩისკოა! აქაც და იქაც ერთი და იგივე ადამიანია, ერთი და იმავე გარეგნობით, ერთი და იმავე ხასიათით. არც აქ არის ქართველი და არც იქ ინგლისელი — ყველგან ესპანელია. ვერც თავანკარა ქართულს… Continue reading რაკიღა ჩისკო ჩისკოა

გიორგი პაპავა: პროგრესისთვის მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, ფეხბურთელებზე მეტად სხვებს ვგულისხმობ

გიორგი პაპავა უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. ნიჭიერი ნახევარმცველი დინამო თბილისის აღზრდილია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და დღეს დინამოს კაპიტანია. დინამოსთან ერთად მან ყველაზე შესაძლო ტიტული მოიგო, იყო ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი და ეროვნულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა. გიორგიმ გაკრვეული პერიოდი უცხოეთშიც გაატარა, თუმცა როგორც თვითონ Leadersport.ge-სთან საუბრისას განაცხადა,… Continue reading გიორგი პაპავა: პროგრესისთვის მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, ფეხბურთელებზე მეტად სხვებს ვგულისხმობ