ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ფეხბურთელებს?!

მაისის ბოლო დღე იყო ეროვნულ სტადიონს რომ ჩავუარე და მოწყენილი მოლარე დავინახე. შემეცოდა. საწყალი ალბათ მთელი დღე როგორ იტანჯება, უქმად ჯდომა რა საშინელებაა-მეთქი, გავიფიქრე. გავიდა ათი დღე და იმავე სალაროსთან ისევ ნაშუადღევს მომიხდა ჩავლა. თვალებს არ დავუჯერე: საბრალო მოლარეს მილეთის ხალხი ესეოდა. შეგრძნების მიხედვით თუ შევაფასებთ, 2022 წლის 2-12 ივნისს საქართველოში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. დაბრუნდა… Continue reading ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ფეხბურთელებს?!

იტალია 0:1 ჩრდ. მაკედონია [ვიდეო]

Soccer Football - World Cup - UEFA Qualifiers - Play-Off Semi Final - Italy v North Macedonia - Stadio Renzo Barbera, Palermo, Italy - March 24, 2022 Italy's Marco Verratti looks dejected as North Macedonia players celebrate after the match REUTERS/Guglielmo Mangiapane

პალერმოში სენსაცია დაფიქსირდა! იტალიის ნაკრები მუნდიალს მიღმა მიყოლებით მეორედ დარჩა!   რა თქმა უნდა, სკუადრა აძურა უამრავჯერ უტევდა და გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში ის იგებს, ვინც უფრო ზუსტი იქნება.   92-ე წუთზე ტრაიკოვსკიმ ზუსტად დაარტყა და მაკედონია ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც თურქეთს 3:1 მოუგო…  

უკრაინამ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა! – ლაღი ფეხბურთი ყვითლების შესრულებით…

მატჩი ისეთი გამოდგა, ფეხბურთის გურმანები რომ ინატრებდნენ – განსაკუთრებით, პირველი ტაიმი. უკრაინა ბრწყინვალედ კომბინირებდა, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და მეტოქის კართან შეტევის ქარიშხალი დაატრიალა. პირველი გოლი იარმოლენკომ 29-ე წუთზე გაიტანა, თუმცა პასის ავტორის – კარავაევის დავიწყება არ შეიძლება, ქუსლით, საჯარიმოში.   მეორე გოლი პირველსავე ტაიმში, პირველი გოლის შემდეგ 5 წუთში, იერემჩუკის ანგარიშზეა. იარმოლენკომ ის მეკარესთან პირისპირ… Continue reading უკრაინამ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა! – ლაღი ფეხბურთი ყვითლების შესრულებით…

გოლები ევროპაზე: 1, 100… 700

ევროისტორია… ავსტრიელმა მიხაელ გრეგორიჩმა ჩრდილოეთ მაკედონიას რომ გაუტანა, ის გოლი მე-700 გამოდგა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. რა თქმა უნდა, საუბარია, ფინალურ ეტაპებზე და არა შესარჩევებიანად. პირველი გოლი 1960 წელს იუგოსლავიელმა მილან გალიჩმა გაუტანა ფრანგებს. იუგებმა მაშინ 5:4 მოუგეს მასპინძლებს, ფინალშიც წინ იყვნენ საბჭოთა კავშირთან, მაგრამ ჯერ სლავა მეტრეველმა გაათანაბრა, დამატებით დროში კი ვიქტორ პონედელნიკმა შეაგდო მიხეილ… Continue reading გოლები ევროპაზე: 1, 100… 700