თბილისი, რაზგრადი, სკოპიე – ნაკრები შიგნიდან, გარედან, მოედანზე…

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო. ვილი სანიოლის შეგირდებმა საწყის 4 ტურში 3 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. უსუსტეს ბულგარეთთან, რომელსაც პრობლემა პრობლემაზე ემატებოდა, ფრე მთლად სახარბიელო შედეგი არ არის, თუმცა ტურნირის დაწყებამდე 4 ტურის შემდეგ 10 ქულას, ალბათ ყველანი ყაბულს ვიქნებოდით. პირველი მატჩი დინამო არენაზე გიბრალტართან იყო. ფავორიტად შერაცხულმა საქართველოს ნაკრებმა 4:0… Continue reading თბილისი, რაზგრადი, სკოპიე – ნაკრები შიგნიდან, გარედან, მოედანზე…

მინი რევანში სკოპიეში

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი გამართა. ვილი სანიოლის შეგირდები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს. ბულგარეთთან დაყენებულ შემადგენლობასთან შედარებით, სანიოლმა ძირითადში მხოლოდ 2 ცვლილება გააკეთა. ლორიას ნაცვლად კარში მამარდაშვილი დადგა, აზაროვის მაგივრად კი მარცხენა მცველის პოზიცია წიტაიშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ეროვნულ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო.… Continue reading მინი რევანში სკოპიეში

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: ხვალინდელ თამაშს 2020 წლის ერთა ლიგის ფინალთან საერთო არაფერი აქვს

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მაკედონიელთა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ და მეკარემ სტოლე დიმიტრევსკიმ ისაუბრეს. ბლაგოია მილევსკი: “საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები გავაანალიზეთ, ბულგარეთთან ჩინებულად ითამაშეს, თუმცა ყველა თამაში განსხვავებულია და ვნახავთ ხვალ რა იქნება. 2020 წლის 12 ნოემბრის თამაშს ხვალინდელ შეხვედრასთან კავშირი არ აქვს და ამ… Continue reading ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: ხვალინდელ თამაშს 2020 წლის ერთა ლიგის ფინალთან საერთო არაფერი აქვს

ვილი სანიოლი: მთავარია ინტენსივობა შევინარჩუნოთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე ქართველთა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს. ვილი სანიოლი: “რევანშზე არ ვფიქრობ, 2020 წელს გუნდში არ ვიყავი და სჯობს ამ თემაზე ნიკამ ისაუბროს. მთავარი ის კი არ არის რა მოხდა წარსულში, მთავარია ახლა რა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ინტენსივობა… Continue reading ვილი სანიოლი: მთავარია ინტენსივობა შევინარჩუნოთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ

საქართველო მაკედონიაში რევანშისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება. მეოთხე ჯგუფის ლიდერი გუნდი სკოპიეში 7 ივნისს ჩამოვიდა, დღეს ვარჯიში და პრესკონფერენცია, ხვალ კი თამაში ნაკრებთან, რომელთან მარცხმაც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად დაწყვიტა გული. საქართველოს ნაკრები სკოპიეში ოპტიმალური შემადგენლობით არის. დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც მცირე ტრავმის გამო ბულგარეთთან შეხვედრა გამოტოვა. ნაკრებთან ერთად ვიმგზავრეთ და… Continue reading საქართველო მაკედონიაში რევანშისთვის ემზადება