დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. რიკიშები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შერკინებოდნენ, სადაც გამარჯვება ჩვენებურს 3-ჯერ დარჩა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ორივეს ჭიდაობა მავაშიში უყვარს. საბედნიეროდ, ქართველმა დღესაც მოიგო.  თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ტოჩინოშინმა მავაში აიღო, პოზიცია დაიკავა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ბალანსი – 6:8 ლევანი ახლა მერვე მაეგაშირაა, ხვალ თუ მოიგებს, სავარაუდოდ, მხოლოდ 1… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა.   ქართველმა რიკიშიმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალნსი) უკვე დააფიქსირა, თუმცა ის რაც უფრო მცირე იქნება, მით ნაკლებად დაქვეითდება.   საბედნიეროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა  ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ლევანმა ბრწყინვალე უვატენაგე შემოგვთავაზა.   ტოჩინოშინის ბალანსი 5:7   ხვალ ცურუგიშოა    

დღე პირველი – ტოჩინოშინის გამარჯვება! [ვიდეო]

ჰაცუ (იანვრის) ბაშოს პირველ დღეს, დასავლეთის მე-15 მაეგაშირა, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. ქართველი სუმოტორისთვის მინიმალური მაკე-კოშიც (უარყოფითი ბალანსი) შესაძლოა მაკუუჩის (უმაღლესი დივიზიონი) დატოვების ფასი იყოს. სწორედ ამიტომ, ლევანს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს.   საბედნიეროდ, პირველ დღეს, ჩვენებურმა ცურუგიშო საყვარელ სტილში, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი დაამარცხა…   ბალანსი, რა თქმა უნდა, 1-0  

დღე მესამე: ტოჩინოშინს ჰენკა გაუკეთეს… [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. ამ ბრძოლამდე, ქართველ სუმოტორს 1 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, მეტოქეს კი – არც ერთი გამარჯვება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანი იაპონელს 2:0-ს ამარცხებდა.   ყველანი მოგების მოლოდინში ვიყავით, თუმცა მეტოქემ ჰენკა გააკეთა, ჩვენებურს წონასწორობა დააკარგვინა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.   ტოჩინოშინი ხვალ მიოგირიუს შეერკინება      

დღე მეცამეტე: ეს ტოჩინოშინის სუმოა [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. ქართველმა რიკიშიმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) უკვე დააფიქსირა – 4:8 – თუმცა, რაც მეტს მოიგებს, უფრო ნაკლებად დაქვეითდება. მოგეხსენებათ, ლევანი ახლა მე-12 მაეგაშირაა.   საბედნიეროდ, ეს შერკინება ჩვენებურისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ტოჩინოშინმა ტაჩი-აიზევე (თავდაპირველი შეტაკება) მავაში აიღო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია   ბალანსი: 5 მოგება და 8 მარცხი  … Continue reading დღე მეცამეტე: ეს ტოჩინოშინის სუმოა [ვიდეო]

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ურას შეერკინა [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ურას შეერკინა. ქართველ სუმოტორს 4 მოგება და 7 მარცხი ჰქონდა, წაგების შემთხვევაში კი მაკე-კოშის (უარყოფით ბალანსს) გაიფორმებდა.   სამწუხაროდ, ლევანი დამარცხდა. მოწინააღმდეგემ უკეთესი პოზიცია მოიპოვა, ქართველს ხელი დაუჭირა და ცუკიოტოშის კიმარიტეთი გაიმარჯვა, თუმცა ეს ძვირად დაუჯდა…   დარჩენილი ორთაბრძოლებიდან, ტოჩინოშინი რაც მეტს მოიგებს, უფრო ნაკლებად დაქვეითდება. ის ახლა მე-12 მაეგაშირაა…… Continue reading დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ურას შეერკინა [ვიდეო]