დინამომ ცხადაძე გაათავისუფლა… ვინაა ფავორიტი?

დინამო თბილისი და კახა ცხადაძე დაშორდნენ. კლუბში გადავამოწმეთ და ეს ოფიციალურად ხელმოწერილი არაა, მაგრამ გავიგეთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია: ცხადაძე ფაქტიურად გათავისუფლებულია. ცხადაძე 13 თვე მუშაობდა დინამოში. შარშან ევროტურნირებამდე ორი თვით ადრე დაინიშნა გუნდში, მაგრამ წარმატებით ვერ იმუშავა: ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ნეფთჩისთან გავარდა (1:2, 1:2), მერე ჰაიფას მაკაბისთან კონფერენციის ლიგაზე წააგო (1:2, 1:5). ჩემპიონატში მეორე… Continue reading დინამომ ცხადაძე გაათავისუფლა… ვინაა ფავორიტი?

9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე

33 წლის წინ. მიტინგები 4 აპრილს დაიწყო… ბავშვობის შთაბეჭდილებები. იმ საღამოს თბილისის დინამო ხარკოვის მეტალისტს მასპინძლობდა და 2:1 მოუგო!.. გოლები კახა კაჭარავამ და აწ გარდაცვლილმა მამუკა ფანცულაიამ გაიტანეს. გადავამოწმე და მეხუთე ტური იყო. წინა 4 თამაშიდან კი დინამოს 4 ფრე ჰქონდა. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა. ძველი გვარდიიდან, თასების თასის შემადგენლობიდან, თამაშობდნენ ოთარ გაბელია და ზაურ… Continue reading 9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე

5:0… უელსის დროით დილის 10 საათზე (+video)

ნისლი, სიცივე, შუადღის ორი საათი… 27 წლის წინ, ზუსტად 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო (იგულისხმება შესარჩევი). თან, როგორ მოიგო: 5:0 უელსთან. ციოდა და გვახსოვს, რა ხდებოდა ტრიბუნებზე: ხალხს დროებით დაავიწყდა, რომ უმკაცრესი, უშუქო, უგაზო და „კერასინკიანი“ ზამთარი ელოდა. უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ. მძიმე დღეში ჩავარდა მძიმე მეკარე ნევილ საუთჰოლი, რომელიც უკვე… Continue reading 5:0… უელსის დროით დილის 10 საათზე (+video)