პარიზში სტარტი აიღო 2023 წლის ძიუდოს სეზონის პირველმა გრანდ სლემმა. პირველივე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი გამოვიდა: თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და მარიამ ციხელაშვილი. ტრიუმფალური გამოდგა პარიზის გრანდ სლემი ლაშა შავდათუაშვილისთვის, რომელმაც კარიერაში მეორედ მოიგო ეს პრესტიჟული ტურნირი და კიდევ უფრო განიმტკიცა პირველობა მსოფლიო რეიტინგში. ლაშა 73 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო… Continue reading ლაშა შავდათუაშვილის პარიზული ტრიუმფი
Tag: ძიუდო
სოფიო სომხიშვილის მარცხი ტოკიოს გრანდ სლემზე
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს გრანდ სლემი. ტურნირის მეორე დღეს ტატამიზე ერთადერთი ქართველი გამოვიდა. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. სომხიშვილმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია იაპონელ ჰიკარუ კოდამას, მეტოქეს 2 შიდოც მიაღებინა, თუმცა პაექრობის ბოლოს მაინც იპონით დამარცხდა. თავისმხრივ იაპონელმა მომდევნო ასპარეზობა წააგო სამხრეთ კორეელ ჰაიუნ კიმთან… Continue reading სოფიო სომხიშვილის მარცხი ტოკიოს გრანდ სლემზე
ტოკიოს გრანდ სლემზე ბექაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშ სტარტი აიღო ძიუდოს პრესტიჟულმა გრანდ სლემმა. -90 კგ კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური. ქართველი ფალავანი პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყისი რაუნდიდან თავისუფალი გახლდათ. მეორე წრეში ლაშამ უძლიერესი სამხრეთ კორეელი სპორტსმენი – დოჰამ გვაკი ვაზარით დაამარცხა, 1/4 ფინალში კი მასპინძელ სოიჩირო მუკაისაც იგივე დღე აწია. ნახევარფინალურ სტადიაზე ბექაურმა შიდოებით… Continue reading ტოკიოს გრანდ სლემზე ბექაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
გუნდურ პირველობას საფრანგეთით ვიწყებთ
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს გუნდური პირველობით დასრულდება. წილისყრაში საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები შეგვხვდა.თუ ამ ეტაპს წარმატებით გავივლით, მეორე რაუნდში ჩინეთს და IJF-ის ნაკრებს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით (სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეული ძიუდოსიტების ნაკრები) გუნდურ პირველობაში 3-3 წონითი კატეგორიაა ქალებში და კაცებში. თუ 6 გამართული დაპირისპირების შემდეგ… Continue reading გუნდურ პირველობას საფრანგეთით ვიწყებთ
გურამ თუშიშვილის ბრინჯაოს მედალი
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულდა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ერთეულთა თანრიგში (ხვალ გუნდური პირველობაა). უკანასკნელ საჭიდაო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა: გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. გურამ თუშიშვილი (+100) ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. თუშიმ პირველი ორთაბრძოლა სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იოლად მოუგო, მერვედფინალში გერმანელი იოჰანეს ფრეი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც… Continue reading გურამ თუშიშვილის ბრინჯაოს მედალი
გურამ თუშიშვილის გზა მსოფლიოს ჩემპიონატზე
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირის მეშვიდე საჭიდაო დღე მძიმე წონოსნებს დაეთმობათ. 12 ოქტომბერს, ტატამიზე ორი ქართველი სპორტსმენი გავა – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. გურამი +100 წონით კატეგორიაში პირველ ნომრად არის განთესილი და საკმაოდ იოლი ბადეც შეხვდა: “თუში” პირველ წრეში ისვენებს, მეორე რაუნდში კი სლოვენიელ დრაგიჩს ხვდება. მესამე ეტაპზე წესით ევროპის… Continue reading გურამ თუშიშვილის გზა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ლიპარტელიანმა და სულამანიძემ საწყისი შეხვედრები მარტივად მოიგეს
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. ტურნირის მეექვსე საჭიდაო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, -100 კგ წონითი კატეგორია გაორებული გვაქვს და ორი სპორტსმენით ვასპარეზობთ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე. ორივე ძიუდოისტი განთესილთა შორის მოხვდა და წილისყრის შემდეგ ერთმანეთს აცდნენ (არ შეხვდებიან ერთმანეთს ფინალამდე). 1/16 ფინალში ვარლამმა… Continue reading ლიპარტელიანმა და სულამანიძემ საწყისი შეხვედრები მარტივად მოიგეს
2 ბრინჯაო ტაშკენტიდან
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საჭიდაო დღე. საქართველოს ნაკრებს -90 კგ წონითი კატეგორია გაორებული ქონდა, შესაბამისად ტატამიზე 2 ქართველი ფალავანი გამოვიდა – მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ტრიუმფატორი ლუკა მაისურაძე. ლაშას საკმაოდ რთული ბადე შეხვდა, თუმცა ბექაურმა “ფრენა-ფრენით” გაიარა მოწინააღმდეგეები – 1/16 ფინალში უმარტივესად მოუგო იაპონელ მაშიამას, 1/8 ფინალში… Continue reading 2 ბრინჯაო ტაშკენტიდან
დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მეხუთე საჭიდაო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავა – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ჩვენს ნაკრებს (-90 კგ) წონითი კატეგორია გაორებული აქვს). მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, თუმცა მან მაინც მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამოჯანმრთელება და ჩემპიონობის ერთერთ მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევა. ლაშა B პულში მოხვდა,… Continue reading დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ტრიუმფალური გამოდგა მეოთხე საჭიდაო დღე ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. -81 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ მატჩში ტატო გრიგალაშვილმა ვაზარით დაამარცხა მატიას კესი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და “მძიმე” გამოდგა. ძირითადმა დრომ პრაგამატულ ჭიდაობაში “გაირბინა”. ბელგიელმა თავისი აქტიურობის წყალობით 2 შიდო მიაღებინა მეტოქეს და დამატებით დროს აშკარა უპირატესობით შეხვდა. გრიგალაშვილს უკან დასახევი… Continue reading ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია