ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება, ასევე იცვლება ფასეულობები და ტურნირებსაც შეეხება. მაგალითად, 20-წლამელთა მსოფლიო ჩემპიონატი ადრე რა პრესტიჟული იყო, ტალანტების ბუდე იქ იყო და საზომიც – იქ გამოჩნდებოდი? საკლუბო კარიერა აწყობილი გქონდა. დღეს 20-წლამდელთა მუნდიალი ისეთი მქუხარე აღარაა, ის აურა არ აქვს. რამ მოიტანა ეს? უპირველესად ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაციამ, მაგრამ ასე უცებ ერთ მიზეზს ვერ იტყვი.… Continue reading ერთხელ მალაიზიაში
Tag: წიტაიშვილი
წიტაიშვილის გადამწყვეტი გოლი ლეხში (+video)
გიორგი წიტაიშვილმა პირველი გოლი გაიტანა პოლონეთის ჩემპიონატში. თან გადამწყვეტი გოლი გამოდგა: ლეხი-რადომიაკი 1:0… გიომ მე-12 წუთზე შეაგდო. ლეხი მეექვსე ადგილზეა, თუმცა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს. წიტაიშვილი ბოლო წუთებზე შეცვალეს, ლეხის მეორე ქართველმა ნიკა კვეკვესკირმა კი შეუცვლელად ითამაშა. Il est géorgien, il joue lui aussi sous un maillot bleu et lui aussi… Continue reading წიტაიშვილის გადამწყვეტი გოლი ლეხში (+video)
ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!
ერთა ლიგის C ჯგუფის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ეწვია. ჩვენი გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო – თუ მოიგებდა, C კატეგორიაში საუკეთესო პირველადგილოსანი გახდებოდა, რითაც, ნახევარფინალში, საშინაო კედლებსა და, გამარჯვებულთა შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე ნაკრებს მიიღებდა. ვილი სანიოლის გუნდმა ეს მშვენივრად გაიაზრა და მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდო. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, წინა მატჩისგან განსხვავებით,… Continue reading ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!
პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გამართული მატჩი ფორმალობა იყო, ბათუმის დინამოსგან ქომაგი გამარჯვებას ელოდა. პოლონეთში მარცხის (0:5) შემდეგ, ქართულ გუნდს პრესტიჟის მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე მაინც მივიდნენ და გუნდს მხარდაჭერა არ დაჰკლებია. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოხერხდა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, დინამოში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ – გუნდიდან გაშვებული კუპატაძის ნაცვლად, კარს ალავიძე იცავდა; დაცვის ცენტრში, აზაცკი – ვეტერანმა რეხვიაშვილმა შეცვალა;… Continue reading პრესტიჟის მატჩი არ შედგა – ბათუმის დინამომ ლეხს ვერ მოუგო…
წიტაიშვილი: ვერ ვიტან სიტყვა რუსეთს…
გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ „ფუტბოლ-ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ვერ იტანს რუსეთს იმის გამო, რაც საქართველოს და უკრაინას გაუკეთეს. „იგივე სიტუაცია იყო საქართველოში. წაიღეს ტერიტორიები და თბილისში მიდიოდნენ. იყო სიკვდილი, გაუპატიურება, ბავშვებზე ძალადობა. ადრე ვამბობდი, რომ ხალხი კი არა, მათი პრეზიდენტი იყო ცუდი. მაგრამ მერე რაც დავინახე, რას აკეთებდნენ სამხედროები, ეს ერი ჩემთვის აღარ არსებობს. სიტყვა რუსეთსაც… Continue reading წიტაიშვილი: ვერ ვიტან სიტყვა რუსეთს…
წიტაიშვილი – მოსალოდნელი ტრანსფერი
გიორგი წიტაიშვილმა, შესაძლოა, ამ ზამთარს კლუბი შეიცვალოს. წიტაიშვილი კიევის დინამოს ფეხბურთელია და ოდესის ჩერნომორეცშია განათხოვრებული, თუმცა დიდი შანსია, იანვარში სლოვაკეთის სლოვანში გადავიდეს. გუნდში, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. სლოვანი ქვეყნის ჩემპიონატში ლიდერია 6-ქულიანი უპირატესობით. წიტაიშვილმა კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრებში და ჩერნომორეცშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. უკრაინული Meta-Ratings-ის ცნობით, სლოვანს გიორგის… Continue reading წიტაიშვილი – მოსალოდნელი ტრანსფერი
წიტაიშვილი – ახალი კლუბი და ტრავმა
გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამომ ოდესის ჩერნომორეცში გაანათხოვრა. წიტაიშვილთან ერთად, კიდევ 11 ფეხბურთელი გაუშვეს იჯარით ამ კლუბში… მანამდე გიორგი კიეველებს ასევე უკრაინულ ვორსკლაში ჰყავდათ განათხოვრებული. დღეს გაირკვა, რომ 20 წლის ქართველ შემტევს ტრავმა აწუხებს. კუნთის დაზიანებაა. გიორგი, სავარაუდოდ, ორი კვირა ვერ ივარჯიშებს. შეგახსენებთ, წიტაიშვილმა ორიოდე თვის წინ საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ჩვენს ნაკრებში შეუძლია თამაში.